ფეხბურთი

23:07 | 20.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეფას ერთა ლიგა: ფორმატი ოფიციალურად დამტკიცდა

უეფას ერთა ლიგის ფორმატი ოფიციალურად დამტკიცდა. ამის შესახებ დღეს, ნიონში გამართულ უეფას კომიტეტის სხდომაზე გაცხადდა. დღესვე, არნიშნულ სხდომაზე ერთა ლიგის ოფიციალური ლოგოც წარადგინეს.

უეფას ერთა ლიგაში მონაწილებას ამავე ორგანიზაციის წვერი 55 ნაკრები მიიღებს და გათამაშება 2018 წლის სექტემბერში დაიწყება. იგი ჩაანაცვლებს ამხანაგურ მატჩებს და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საგზურის გარკვეული ნაწილიც გათამაშდება.

ერთა ლიგის მონაწილე 55 ნაკრები ოთხ დივიზიონად გადანაწილდება რეიტინგის მიხედვით.

A დივიზიონში უეფას რეიტინგის პირველი 12 ნაკრები მოხვდება. შემდეგი 12 ნაკრები B დივიზიონში განთავსდება, 15 ნაკრები C დივიზიონში, ხოლო D დივიზიონი 16 გუნდით დაკომპლექტდება.

A და B დივიზიონებში ოთხი სამგუნდიანი ჯგუფები შეიქმნება, C დივიზიონში ერთი სამგუნდიანი და სამი ოთხგუნდიანი იქნება, ხოლო D დივიზიონში ჩვეულებრივ 4 ოთხგუნდიანი ჯგუფი ჩამოყალიბდება.

A დივიზონის თხი გამარჯვებული ერთა ლიგის ფინალური ეტაპზე 2019 წლის ზაფხულში ითამაშებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ რომელი ქვეყნები უმასპინძლებენ ფინალურ ტურნირს. ე.წ ოთხთა ფინალში გაიმართება ნახევარფინალური მატჩები, შეხვედრა მესამე ადგილისთვის და რა თქმა უნდა, ფინალი.

B, C და D დივიზიონის გამარჯვებულები ერთი რანგით დაწინაურდებიან, ხოლო A, B და C დივიზიონის ბოლოადგილოსნები დაქვეითდებიან.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპი

ევროპის ჩემპიონატის 24 საგზურიდან 20 ჩვეულებრივ, შესარჩევი ეტაპიდან გათამაშდება. შეიქმნება 10 (5 და 6 გუნდიანი ქვეჯგუფები) და პირველ-მეორე ადგილზე (ჯამში 20 ნაკრები) ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას ავტომატურად მოიპოვებს.

დანარჩენი 4 ადგილი კი, სწორედ ერთა ლიგიდან გათამაშდება – დივიზიონების ჩემპიონები. თუ ერთა ლიგის გამარჯვებულს უკვე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ექნება ევროფორუმის ადგილი მოპოვებული, მაშინ მას ავტომატურად ერთა ლიგის იმავე დივიზიონში მეორეადგილოსან გუნდს გადაეცემა.

აქვე გეტყვით, რომ რეიტინგის დღევანდელი მონაცემებით საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის D დივიზიონში ითამაშებს.

0.115969