“მონაკომ” დანიელ სუბაშიჩს და ანდრეა რაჯის ახალი კონტრაქტები გაუფორმა. საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ხორვატი კიპერი “ლუი მეორეზე” 2020 წლამდე დარჩება, ხოლო იტალიელი მცველი – 2019 წლამდე.
32 წლის სუბაშიჩი “მონაკოში” 2012 წლიდან თამაშობს და ამ დროის განმალობაში მისი ადგილი უკონკურენტოა. მან დღემდე “მონეგასკების” კარი 234-ჯერ დაიცვა და საინტერესოა, რომ 1 გოლის გატანაც მოახერხა (2012 წელს “ბულონს” ჯარიმა გაუტანა). მიმდინარე სეზონში კი, 6-ჯერ ითამაშა და 10 გოლი გაუშვა.
რაც შეეხება რაჯის, 33 წლის მცველიც “მონაკოში” 2012 წლიდან თამაშობს და 191 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი. მას მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით თადარიგში უწევს ყოფნა და საერთოდ არ უთამაშია.