ფეხბურთი

17:25 | 20.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიოს ტრანსფერი მიულერს ჩაუშლია

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის დროს არაერთი ხმაურიანი ტრანსფერი განხორციელდა. ნეიმარის “პარი სენ ჟერმენში” გადასვლის შემდგომ უცხოური პრესა “ბარსელონაში” “ლივერპულის” შემტევი ნახევარმცველის, ფელიპე კოუტინიოს გადასვლას ელოდა, თუმცა ისე მოხდა, რომ ბრაზილიელი ინგლისში დატოვეს.

ამ არშემდგარი ტრანსფერის თაობაზე არაერთხელ დაიწერა, მიზეზებიც არაერთხელ ითქვა, მაგრამ როგორც ირკვევა, მთავარი მიზეზი სულ სხვა ყოფილა.

ავტორიტეტული გამოცემა Bild-ი წერს, რომ მთავარი მიზეზი და გარიგების გასაღები ტომას მიულერი იყო. “წითლები” “ბაიერნის” ერთ-ერთი ლიდერის გადაბირებას ცდილობდნენ და მის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროც კი გამოყვეს, თუმცა გერმანელმა ფორვარდმა ინგლისური კლუბი კატეგორიული უარით გაისტუმრა. ამ მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ კი “ლივერპულმა” კოუტინიოს გასხვისება აღარ ისურვა.

ცოტა ხნის წინ თავად ფელიპე კოუტინიომაც აღიარა, რომ კატალონიურ კლუბში გადასვლა ძალიან უნდოდა, მაგრამ ის იძულებული გახდა “ლივერპულში” დარჩენილიყო.

0.113601