ფეხბურთი

13:48 | 20.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მიწისძვრამ ლეგენდარული "აცტეკაც" დააზიანა

მექსიკაში 7,1-ბალიანი მიწისძვრა იყო და ბოლო ცნობებით, 224 ადამიანი იმსხვერპლა. მეხიკოს ლეგენდარული სტადიონი "აცტეკაც" დაზიანდა. ზედა იარუსის ერთ-ერთ ტრიბუნაზე დიდი ბზარი გაჩნდა და შესაკეთებელია. ასევე, ქვეყნის სხვა სტადიონებიც დაზიანდა.

"აცტეკაზე", რომელიც 105 000 მაყურებელს იტევს, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩები გაიმართა: 1970 წელს ბრაზილია-იტალია (4:1) და 1986 წელს არგენტინა-გფრ (3:2). სწორედ ამ სტადიონზე ჩატარდა არგენტინა-ინგლისიც (2:1), როცა დიეგო მარადონამ ორი გოლი გაიტანა - ჯერ "ღმერთის ხელით", მერე კი ცენტრიდან დაწყებული დაუვიწყარი დრიბლინგით.

თეგებიაცტეკა
0.128142