“მილოუკი ბაქსმა” გამოცდილ უკანახაზელ ჯეისონ ტერისთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 40 წლის კალათბურთელი კონტრაქტის მიხედვით 2.3 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
ტერი განვლილ სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 4.1 ქულას, 1.4 მოხსნას და 1.3 პასს აგროვებდა. ჯეისონი 2011 წელს “დალასთან” ერთად ნბა-ს ჩემპიონი გახდა.