სლოვენიის საკალათბურთო ნაკრების ლიდერმა, 31 წლის გორან დრაგიჩმა, რომელმაც ევრობასკეტ 2017-ის მოგებაში ლომის წილი დაიდო, სანაკრებო კარიერა დაასრულა.
“იმას მივაღწიე, რაც მსურდა. ჩვენ ოქროს მედალი მოვიგეთ. ეს კარგი დროა, როცა შემიძლია გითხრათ ნახვამდის”- განაცხადა დრაგიჩმა.
გორან დრაგიჩი სლოვენიის მთავარ გუნდში 2006 წლიდან თამაშობდა, მან ნაკრებთან ერთად ამ ევრობასკეტზე პირველი ტიტული მოიპოვა.