თბილისის “დინამოსთვის” ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპი ცუდად დაიწყო. საქართველოს ყველაზე ტუტულოვანმა გუნდმა “ხუვენტუტთან” მატჩი 60:72 დათმო. თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს დინამოელეთა მთავარი მწვრთნელი, ირაკლი ხოშტარია გაესაუბრა და აღნიშნა, რომ გულდასაწყვეტი მარცხი განიცადეს.
“მთავარი მინუსი იყო ის, რომ ჩვენ სულ რაღაც 10 დღეა რაც შევიკრიბეთ. ამას ვიძახდი პირველი დღიდან. ეს არ არის ის გუნდი, რომ ჩვენ დაგვჩაგრონ. საქართველოს კლუბებს შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ მოწინააღმდეგეს. ამას უნდა მხარდაჭერა, გვერდში დგომა და სწორი მიმართულება. დამტკიცდა დღესაც, თუმცა ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი. გვქონდა მარტივი შეცდომები. მოწინააღმდეგე იყო ჩვენზე ფიზიკურად ძლიერი. მომდევნო თამაში ზეგ გვაქვს და შევეცდებით ვითამაშოთ ღირსეულად. ნამდვილად იყო შანსი და ამაზე გული ძალიან მწყდება”, - თქვა ირაკლი ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი 21 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('https://www.sportall.ge/kalathburthi/legionerebi/109456-giorgi-thvalabeishvili-espanethis-umaghlesi-ligis-qandorashiq-itsyebs.html')>0?'https://www.sportall.ge/kalathburthi/legionerebi/109456-giorgi-thvalabeishvili-espanethis-umaghlesi-ligis-qandorashiq-itsyebs.html':'https://www.sportall.ge/kalathburthi/legionerebi/109456-giorgi-thvalabeishvili-espanethis-umaghlesi-ligis-qandorashiq-itsyebs.html'))
იგუდალა ჰიუსტონში გადადისო. ძლივს კარგი ინფორმაცია წამოვიდა
მალე ენტონიც გადავა ჰიუსტონშიო და მოკლედ მაგარი ამბები გველოდება მეორე მონსტრი იქნება დასავკეთში
მივესალმები ამ ნაბიჯს რომ ერთი გუნდი გადის ევროპაზე,უნდა მიბაძონ სხვებმაც,უმეტესობა პირველად თამაშობდა ასეტ დონესთან და რა გიკვირთ? წარმატებები დინამოს და ყველა გუნდს ევრო ტურნირებზე.
არ შეიძლება ასე ტალახის სროლა, ისე ლაპარაკობთ გეგონება ფედერაციაგი აღამებდეთ და ათენებდეთ, ცოტა გარემოებებსაც მიაქციეთ ყურადღება. არ შეიძლება ეგრე.. და ცხოვრებას ნუ იიოლებთ თქვენი მიდგომებით. ცოტა მეტი პატივისცემა იქონიეთ და ჩასაფრებულის პოზიციიდან ნუ საუბრობთ.
რა არ შეიძლება, ლაპარაკი? კომფრომისტი ხარ, ვიღაცა ხარ. ფედერაციაში ვინ აღამებს? ბოთეების ჯოგი? ვოვა ბოისას გარდა ვინ არის მანდ საქმის გამკეთებელი? მართლა უუნარო ხელისუფლება გვყავს, თორემ „კუჩა ლაბორალთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გამო მაგ კაბინეტებში კი არა ციხეში უნდა იყვნენ ეგ კალათბურთს შეკედლებული ვირთხები. გაყუსულები რომ არიან გამოვიდნენ და ეხლა აუხსნან გულშემატკივარს რატომ არ იყო "მინიმუმ 1/4 ფინალი" როგორც ბაქი-ბუქობდით. ან წინა ევროპაზე რომ ყოფილიყო ნაკრები სრულყოფილი, ხომ იყო შანსი ლიტვის მოგების და მსოფლიო ჩემპიონატზე და ოლიმპიადაზე თამაშის. აი რა გამარჯვებები წაართვეს ქართველ გულშემატკივარს - ინტრიგანებმა, ბოთეებმა და ვირთხებმა. არ თქვას არავინ რომ არ ვამბობდით და ვწერდით მოკლე სკამის შესახებ, რა გააკეთა ფედერაციამ ამ პრობლემის მოსაგავარებლად? ჯერ კიდე წინა ევროპის მოსმზადებლის წინ მოვუწოდე ფედერაციის პრეზიდენტს ჩასულიყო ლიბანში ცქიტიშვილთან და პირადად მოეგვარებინა პრობლემა, მაგრამ თითი-თითზე არ დაუკარებია მაგ მართლა ბოთეს (გაიხსენეთ ანალოგიური შემთხვევები გინდა ფეხბურთში და გინდა კალათბურთში როგორ იქცევიან სპორტული ბოსები და ზოგ შემთხვევაში ქვეყნის ხელმძღვანელებიც კი ერევიან პრობლემის გადაწყვეტაში). გაიოლებული ცხოვრება თქვენ გაქვთ ბატონებო, ბიუჯეტის სახსრებს საკუთარი ჯიბის ფულივით იყენებთ და კიდე გულშემატკივარი იიოლებს ცხოვრებას? მართლა უნამუსობასაც აღარ ქონია საზღვარი ! ! !
ჯერ ერთი არ გიცნობ, არ მიცნობ და ვიღაც კომფრომისტს (თუ კომფორმისტს) მიწოდებ, შენ ვინ ხარ ? ან ფედერაციას რას მოუწოდებდი? სად მოუწოდებდი? თუ გინდა გაიგო რასაც ვფიქრობ შენს პასუხზე თავიდან გადაიკითხე რაც დავწერე. მეზარება ახლა გავრცობა და შენთან ძიძგილაობა. ერთი რაც გულით მაინტერესებს, აი შენ ვის მოიყვანდი ფედერაციაში ამ ვიგინდარების და ვირთხების ადგილებზე.
კანდიდატურები ჩამოწერე (ანუ მიუთითე ვის დანიშნავდი ფედერაციის პრეზიდენტად, მოადგილედ და ა.შ.) და ყველა დაინტერესებულმა მომხმარებელმა განვიხილოთ მათი კანდიდატურები, შევთანხმდეთ შესაფერის კადრებზე და მოვუწოდოთ შესაბამისი რეფორმებისკენ ფედერაციას თუნდაც პეტიციის სახით... აი მაგ საქმესაც თუ ითავებ, ხომ მთლად უკეთესი, მით უმეტეს თუ ფამილარობისა და შეურაცხყოფის გარეშე დავადგებით კონსენსუსის გზას ხომ საერთოდ მადლიერი დაგრჩები.
კარგი პატივცემულო, არც ჩემი სტილი არ არის პირადული შეურაცხობა და ძიძგილი კლავიატურით, მაგრამ რომ წავიკითხე თქვენი დამრიგებლური პოსტი მიტომ გავცხარდი, ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ კალათბურთის ფედერაციის შესახებ რაც ვთქვი სრულად იმსახურებენ. რაც შეეხება მოწოდებას, თუ შესაძლებელია ორ წელზე მეტი ხნის პოსტების ნახვა აქ, იქნებ ვიპოვო და შესაძლებლობა გექნება წაიკითხო რას ვწერდი და ვის რას მოვუწოდებდი.
რაც შეეხება კანდიდატურების ჩამოწერას, სამწუხაროთ ფედერაციის შემადგენლობას და ნაკრების შემადგენლობას გულშემატკივარი არ ირჩევს. სურვილით კი, მომავალში ფედერაციის პრეზიდენტათ ზაზა ფაჩულიას ვისურვებდი.
ეგ მართალია როცა მწვვრთნელსა და მოთამაშეს შორის გაუგებრობაა ფედერაციამ უნდა ითავოს შუამავლობა, და სხვა თუ არაფერი რეალური სიტუაცია მაინც გააგბინოს ხალხს. არც ჟურნალისტები იკლავენ დიდად თავს.
დავწერე აქ რო ვინც ნაკრებშია ძირითადად ან საკალთბურთო ოჯახიდანაა ან ოჯახის ახლოებლია. აქ ორი ვარიანტია რატომ ხდება ესე, პირველი ის რომ მასობრივი სპორტი არაა და პოპულარიზაცია არ ხდება სათანადო დონეზე. მეორე ვარიანტი ისაა რომ ვისაც პატრონი არ ყავს იმას შედარებით ნაკლებად აქვს შანსი განვითარების, ალბად რაღაც დოზით ორივე ეს პრობლემა არის და ორივე ფედერაციის მოსაგვარებელია. ეხლა გააკეთეს ერთი ფაჩულიას აკადებია მთავრობის დახმარებით მარა მანდაც ბევრი ცუდი რამე მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო
შენ ჯობია იმაზე გვიპასუხო, ნაკრების შტაბმა და ფედერაციამ - განსაკუთრებით შენ, ტუღუშმა და ვოვა ბოისამ (ზუროსს არ ვგულისხმობ) - რა კრიტერიუმებით ამჯობინეთ ცქიტოს უვარგისი
ბოისა-გამყრელიძე და არაეფექტური ლონდარიძე-ბერიშვილი
ცქიტიშვილმა თავად განაცხადა პირველად უარი NBA სინჯების გამო, შემდეგ თოკოს ზამენაზე არ ვიჯდებიო.გამყრელიძე და ბოისა წასაყვანი ნამდვილად არ იყო მაგრამ ცქიტიშვილი რა შუაშია, საერთოდ სხვა პოზიციაზე ორივე
როგორც იქნა სწორი კითხვები დაისვა. არც ზუროსი იყო დამნაშავე და არც კოკოშკოვი ცქიტოს ამბავში. აქ უფრო ღრმადაა ხელები გასვრილი და ამ ყველაფერს ღალატი ქვია ძმაკაცობაშიც და ქვეყნის ამბავშიც
მეც ეგ ეჭვი მაქვს, მაგრამ აუცილებელი მგონია მთავარი ინტრიგანის (ან ინტრიგნების) გამოვლენა, ვიღაცამ ხომ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რომ ამ წლების განმავლობაში საქართველო ვერ ახერხებდა ადექვატური სანაკრებო რესურსით ევროპის ჩემპიონატზე წარდგენას.
მთელი თამაში გინების მეტი არაფერი გიკეთებია, ჯობდა საქმისთვის მიგეხედა
არაპროფესონალიზმის კიდევ ერთი ქართული მაგალითი, არ იცოდი რომ 10 დღე გქონდა რა საჭიროა ამის აღნიშვნა თქვი რომ მეტოქემ გვაჯობა და აქცენტი უფრო სხვა ტურნირში მონაწილეობაზე კეთდება ან საერთოდ რა საჭიროა ასე შეკოწიწებული გუნდი არ ჯობდა საქართველოს "ბ" ნაკრები გამოსულიყო დინამოს სახელით რამხწლათი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ყოველნაირად!