ფეხბურთი

12:35 | 19.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის” - ტოტი, რივალდო, შევჩენკო, მალდინი და სხვა ვარსკვლავები "დინამო არენაზე"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, 29 სექტემბერს თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, რივალდო, პაოლო მალდინი, კარლეს პუიოლი, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი ესტუმრებიან.

საქველმოქმედო მატჩი 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება და მასში „მსოფლიოს XI“ მასპინძელ „GFF –XI“-ს დაუპირისპირდება. მატჩიდან შემოსული თანხა, მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე www.tkt.ge - ზე დღეს, 19 სექტემბერს 15:00-ზე დაიწყება და მისი ძირითადი ნაწილის ფასი 5 ლარი იქნება, ასევე გაყიდვაშია 10,15 და 25 ლარიანი ბილეთები.

0.13343