საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის დებიუტანტი, "მარნეული-დელტა" სეზონისთვის ემზადება. ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიაში გუნდი გაფართოებული შემადგენლობით ვარჯიშობს.
"დელტას" რამდენიმე დღეში ლეგიონერები დაემატებიან და გუნდის განაცხადიც საბოლოო სახეს მიიღებს.
ამის შემდეგ გაიმართება გუნდის პრეზენტაციაც.