ფეხბურთი

23:14 | 18.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

16 წლის ბიჭი გოლებით და რეკორდებით სერია A-ში

ბევრისთვის იტალიის სერია A-ში დუბლის შესრულება ოცნებასთან ასოცირდება და მითუფრო, 16 წლის ასაკში. თუმცა, პიეტრო პელეგრი 16 წლისაა, საოცნებოდაც აღარ აქვს საქმე და მასზე იტალიაში ყველა საუბრობს.

არავინ იცის, როგორ განვითარდება თინეიჯერი ბიჭის კარიერა და დაიპყრობს თუ არა მწვერვალებს, მაგრამ ფაქტია, ამისთვის ყველანაირი წინაპირობა აქვს. პიეტრო პელეგრი “ჯენოას” აკადემიის აღზრდილია და ახლაც იქ იზრდება, ოღონდ შიგა და შიგ, მთავარ გუნდსაც აჭაშნიკნებს ხოლმე.

პიეტრო პელეგრის სერია A-ში დებიუტი 2016 წლის 22 დეკემბერს, “ტორინოს” წინააღმდეგ ჰქონდა. მაშინ იტალიელი ფეხბურთელი მხოლოდ 15 წლისა და 280 დღის იყო. ეს რეკორდია და ამაზე პატარა ასაკში იტალიური ფეხბურთის ელიტაში არავის უთამაშია. პელეგრი კალჩოში მეორედ 2017 წლის 30 აპრილს “კიევოსთან” გამოჩნდა, ხოლო შემდეგ უკვე გოლების ჯერიც დადგა.

2017 წლის 28 მაისს, “სტადიო ოლიმპიკოზე” ფეხბურთიდან ფრანჩესკო ტოტის აცილებდნენ, იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას 40 წლის ასაკში. სიმბოლურია, რომ “რომასა” და “ჯენოას” მატჩში თავი პიეტრო პელეგრიმ გამოიჩინა, 16 წლის ბიჭმა. მაშინ, პიეტრო ამადეო ამადეისა და ჯანი რივერას შემდეგ გახდა ყველაზე ახალგაზრდა, ვისაც ოდესმე სერია A-ში გოლი გაუტანია (16 წლის და 72 დღის).

პელეგრის ივან იურიჩი მიმდინარე სეზონშიც ენდობა. უფრო სწორად, პირველად “ლაციოსთან” შეხვედრაში ენდო, როდესაც 33-ე წუთზე მოედანზე შესვლისაკენ მოუწოდა. პელეგრიმ შეხვედრაში ისე ჩაერთო, თითქოს არც 16 წლის ბავშვი იყო და არც მაღალ დონეზე თამაშის ნაკლებობას განიცდიდეს – სიმონე ინძაგის გუნდი ორჯერ დაამწუხრა და კარგი გოლებიც გაიტანა: ფორვარდის სტილში, კარზე დაგეშილმა. პელეგრის მორიგი გოლებით რა თქმა უნდა, კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა: იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც სერია A-ში დუბლი შეასრულა (16 წლის და 112 დღის).

პიეტროს კუმირი და ეტალონი ზლატან იბრაჰიმოვიჩია და სცდილობს შვედი ლეგენდასავით საფეხბურთო სამყაროში თავისი სახელი დატოვოს. პელეგრი რთულ გზაზე პირველ ნაბიჯებს ამჟამად დგამს, მაგრამ ფაქტია, მას ყველაფერი აქვს. თინეიჯერი იტალიელის თამაში არც იტალიური ფეხბურთის მეტრებს დარჩენიათ შეუმჩნეველი და უკვე ზაფხულში იყო საუბარი, რომ იგი გენუას დატოვებდა.

ჭორები ახლა კიდევ უფრო გამძაფრდა. აპენინურ მედიას თუ ვერწმუნებით, 16 წლის თავდამსხმელის ხელში ჩაგდების ყველაზე კარგი შანსი “მილანს” აქვს, თუმცა “იუვენტუსი” და “ინტერიც” აქტიურად სცდილობენ ახალი ტალანტის დაყოლიებასა და რეკორდსმენის ხელში ჩაგდებას...

იუვენტუსი   2 - 1    ვერონა

შემადგენლობა

მოვლენები

ჯენოა   1 - 2    ტორინო

შემადგენლობა

მოვლენები

უდინეზე   1 - 0    ბოლონია

შემადგენლობა

მოვლენები

ნაპოლი   2 - 1    კროტონე

შემადგენლობა

მოვლენები

კიევო   1 - 0    ბენევენტო

შემადგენლობა

მოვლენები

კალიარი   1 - 0    ატალანტა

შემადგენლობა

მოვლენები

მილანი   5 - 1    ფიორენტინა

შემადგენლობა

მოვლენები

სპალ   3 - 1    სამპდორია

შემადგენლობა

მოვლენები

სასუოლო   0 - 1    რომა

შემადგენლობა

მოვლენები

ლაციო   2 - 3    ინტერი

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.245693