ფეხბურთი

18:51 | 18.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა “შახტარის” სასტარტო შემადგენლობაში ჩატარებული სადებიუტო მატჩის შემდეგ უკრაინის პრემიერლიგის მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

დონეცკელები სტუმრად დაუპირისპირდნენ ხოჭოლავას ყოფილ გუნდს ოდესის “ჩერნომორეცს” და ქულები დაკარგეს (0:0), თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს თავი კარგად გაართვა, რაც football.ua-მ ტურის საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის დასახელებით დაუფასა.

“ქართველს “შახტარის” სასტარტოში დებიუტი ჰქონდა მისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ. ის მასპინძელთა ერთადერთ ფორვარდს ხობლენკოს მეთვალყურეობდა. რა თქმა უნდა, ოდესელები ბევრს არ უტევდნენ, სამაგიეროდ, მუდმივად შეტევაში იყო “შახტარი”, რის გამოც “ჩერნომორეცს” კონტრშეტევებისთვის თავისუფალი ზონები რჩებოდა და ხოჭოლავას სწრაფი ხობლენკოს დევნა მოუწია. მხოლოდ ერთ ეპიზოდში წააგო მასთან ორთაბრძოლა, სხვა შემთხვევებში საიმედოდ ჩაკეტა” - ასე აფასებს ხოჭოლავას თამაშს football.ua.

0.116285