ფეხბურთი

16:52 | 18.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ტრავმა მოიშუშა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

როგორც “სპარტაკის” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ანანიძე რუსეთის თასის 1/16-ფინალში კრასნოდარის “ყუბანთან” 20 სექტემბერს გასამართი მატჩისთვის თანაგუნდელებთან ერთად ემზადება.

სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ კლუბში დაბრუნებულ ქართველ ფეხბურთელს ტრავმის გამო რუსეთის ჩემპიონატში “რუბინთან” (1:0) და “ტოსნოსთან” (2:2) შეხვედრები გაუცდა, ასევე მონაწილეობა არ მიუღია “მარიბორთან” (1:1) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სასტარტო მატჩში.

0.122496