ფეხბურთი

13:43 | 18.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ემერი: “კავანი პირველია, ნეიმარი მეორე”

“პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ თქვა, რომ გუნდში თერთმეტმეტრიანების ნომერ პირველი შემსრულებელი ედინსონ კავანია, შემდეგ კი ნეიმარი.

პარიზელთა თავკაცს ამის შესახებ საუბარი “ლიონთან” მატჩში მომხდარი ფაქტის გამო მოუწია. შეხვედრის 79-ე წუთზე ნეიმართან უხეშად თამაშისთვის სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, კავანისა და ნეიმარს შორის კამათის შემდეგ 11-მეტრიან ნიშნულთან ურუგვაელი მოთამაშე დადგა, რომელმაც გოლის გატანა ვერ მოახერხა.

“ჩვენ გუნდში გვყავს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც საჯარიმო დარტყმებსა და პენალტებს კარგად ასრულებენ. პირველი ედინსონ კავანია, მეორე კი ნეიმარი. მათი გადასაწყვეტია თუ ვინ დაარტყამს.

მომხდარს განვიხილავთ და თუ ისინი ვერ შეთანხმდებიან, მე მივიღებ გადაწყვეტილებას. არ მინდა, რომ ეს პრობლემა იყოს გუნდში”, - განაცხადა ემერიმ.

ლიგა 1-ის მე-6 ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე “ლიონს” სტუმარ ფეხბურთელთა ორი ავტოგოლით 2:0 მოუგო.

0.110129