კალათბურთი

5:00 | 18.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გორან დრაგიჩი – ევრობასკეტ 2017-ის საუკეთესო მოთამაშე

სლოვენიის ნაკრების კაპიტანი გორან დრაგიჩი ევრობასკეტ 2017-ის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 31 წლის გამთამაშებელი აღნიშნული ნომინაციის გამარჯვებულად სერბეთთან მოგებული (93:85) ფინალისთანავე აღიარეს.

“მაიამი ჰიტის” კალათბურთელმა გადამწყვეტ მატჩში შესანიშნავად ითამაშა და საკუთარ გუნდს 28:21 წუთში 35 ქულა, 7 მოხსნა, 3 გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა. მთლიანად ტურნირზე კი, 27.8 წუთში საშუალოდ 22.6 ქულას, 4.4 მოხსნას და 5.1 გადაცემას აგროვებდა.

ტურნირის საუკეთესო ხუთეული კი ასე გამოიყურება: გორან დრაგიჩი, ლუკა დონჩიჩი (ორივე სლოვენია), ბოგდან ბოგდანოვიჩი (სერბეთი), ალექსეი შვედი (რუსეთი) და პაუ გასოლი (ესპანეთი).

0.145359