საჩხერის “ჩიხურამ” 2:1 მოუგო ბოლოსწინა ადგილზე მყოფ ფოთის “კოლხეთს”. მასპინძლებმა ორივე გოლი თავურით გაიტანეს – ჯერ ლევან კაკუბავას პასით თორნიკე გორგიაშვილმა, მერე კი პაპუნა ფონიავას გადაცემით შეაგდო გიორგი გაბედავამ.
პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა, მეორე ნახევარი კი ფოთელთა გოლით დაიწყო: ალექსანდრ დერებჩინსკიმ ახლოდან დაამატა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს.
საჩხერელები ორი ქულით ჩამორჩებიან მეოთხეადგილოსან “ლოკომოტივს” და გარდა ამისა, თასის ნახევარფინალშიც არიან, სადაც ხონის “იმერეთთან” მოუწევთ დაპირისპირება.
ეროვნული ლიგა. 26-ე ტური
ივანწმინდა. ცენტრალური
ჩიხურა (საჩხერე) – კოლხეთი (ფოთი) 2:1 (2:0)
გოლები: 1:0 გორგიაშვილი (10), 2:0 გაბედავა (37), 2:1 დერებჩინსკი (48)