დონეცკის "შახტარის" ხორვატი მცველი დარიო სრნა ოდესაში "ჩერნომორეცთან" სათამაშოდ გუნდს არ გაჰყოლია. უკრაინაში ხმები დადის, რომ სრნას დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.
ეს ინფორმაცია უკრაინულმა გაზეთმა "სპორტივკამ" გაავრცელა, თუმცა მოკლე სტატიის ბოლოში ასე უწერიათ:
"არ გვინდა, რომ დავიჯეროთ".
"შახტარი" ჯერჯერობით არავითარ კომენტარს არ აკეთებს. სრნა "შახტარის" სიმბოლოდ მიიჩნევა, კაპიტანია და 14 წელია, რაც ამ გუნდშია.