ფეხბურთი

11:19 | 17.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილმა  “დინამოს” მოუგო

ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის, დასავლეთ კონფერენციაში ვაკო ყაზაიშვილის “სან ხოსე ერსქვიკსისმა” შინ “დინამო ჰიუსტონს” 1:0 მოუგო.

ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ, თუმცა მწვრთნელმა 65-ე წუთზე ქართველი შემტევი შეცვალა.

“სან ხოსე” 39 ქულით დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე საპლეიოფო ზონაში იმყოფება.

მიმდინარე სეზონში, ვაკოს ამერიკის უმაღლეს ლიგაში სამი გოლი აქვს გატანილი.

0.119411