ლატვიის ჩემპიონატში ლაშა შერგელაშვილმა იყოჩაღა: რფს-ის ქართველმა მარცხენაფლანგელმა ლიდერ “სპარტაკსს” გაუტანა (გოლი იხილეთ ვიდეოში) და 1:0 მოაგებინა. კარგი გოლი გაიტანა ლაშამ: მეკარე უხეიროდ გამოვიდა კარიდან, ქართველმა მიასწრო ბურთს და მარჯვენა ფლანგიდან ცაციით ზუსტად დაარტყა. დაახლოებით 30 მეტრიდან.
რფს ლატვიაში მესამე ადგილზეა და ლიდერს 5 ქულით ჩამორჩება, შერგელაშვილი კი გუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად მიიჩნევა. ისე, შერგელაშვილს “სამტრედიაშიც” ლამაზი გოლები გაჰქონდა...
ფინეთის პირველ ლიგაში კვლავ გაიტანა ირაკლი სირბილაძემ, თუმცა მისი “კოკოლა” მაინც დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ “გნისტანთან” (1:2) და მესამე ადგილზეა. სირბილაძის გოლით კპვ იგებდა... შანსი იმისა, რომ 34 წლის ქართველის გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავიდეს, მცირეა.