ფეხბურთი

19:21 | 15.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "კარგად ვითამაშეთ"

არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია მიიჩნევს, რომ “ლაციოსთან” კარგად ითამაშეს, მაგრამ დაცვაში დაშვებულმა შეცდომებმა თამაშის ბედი გადაწყვიტა.

“კარგად ვითამაშეთ, თუმცა ძალიან მარტივი გოლები გავუშვით და მეტოქეს თავისფლებას ვაძლევდით. ჩვენს შორის მოედანზე უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო. ეს იყო ყველაზე ნათელი გაკვეთილი ამ მატჩიდან”, - აღნიშნა კაშიამ.

გურამ კაშიამ “ლაციოს” წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა. “ვიტესი” რომაელებს ორჯერ ამარცხებდა, მაგრამ დაცვაში არცთუ ისე შეთანხმებული თამაშის გამო საბოლოოდ, მაინც დამარცხდა.

0.119029