ევროპალიგის პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ “სტიაუას” ფორვარდი კონსტანტინ ბუდესკუ გამოცხადდა. რუმინელმა ფეხბურთელმა გამოკითხულ გულშემატკივართა ხმების 46% დააგროვა.
მეორე ადგილზე “ზენიტის” რუსი თავდამსხმელი ალექსანდრ კოკორინი გავიდა, რომელსაც ხმების 23% ერგო, სამეულში ახალგაზრდა პორტუგალიელი თავდამსხმელი ანდრე სილვაც შევიდა ხმების 19%-ით.
აქვე გთავაზობთ დანარჩენირჩეულების სიასაც:
4. სამან გოდუსი (“ესტერსუნდი”) - 7%
5. ალექსის სანჩესი (“არსენალი”) - 3%
6. ალეხანდრო გომესი (“ატალანტა”) - 1%
7. დიეგო ლიორენტე (“რეალ სოსიედადი”)- 1%
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია