უეფას ვებგვერდზე გამოქვეყნდა რანგით მეორე ევროპული ტურნირის ტურის საუკეთესო თერთმეტეული. აღნიშნულ გუნდში სხვებზე მეტი - 2-2 მოთამაშე იტალიურ “მილანსა” და ესპანურ “რეალ სოსიედადს” ჰყავს, რომლებმაც თავთავიანთი მეტოქეები დიდი ანგარიშით დაამარცხეს – შესაბამისად 5:1 და 4:0.
აქვე გთავაზობთ სიმბოლურინაკრების სრულ შემადგენლობას:
მეკარე: იაგო ერერინი (“ბილბაო”)
მცველები:ექტორ ბელიერინი (“არსენალი”), დიეგო ლიორენტე (“რეალ სოსიედადი”), ანდრეა მაზიელო (“ატალანტა”), ედუარდ სობოლი (“სლავია”)
ნახევარმცველები: როდრიგო ერნანდესი (“ვილიარეალი”), ჰაქან ჩალჰანოღლუ (“მილანი”), სერხიო კანალესი (“რეალ სოსიედადი”), დიმიტრი პაიეტი (“მარსელი”)
თავდამსხმელები: ანდრე სილვა (“მილანი”), ალექსანდრ კოკორინი (“ზენიტი”).