საქართველოს ნაკრებისა და “ემპოლის” თავდამსხმელ ლევან მჭედლიძის თავს მშვიდობა ისევ არაა. 27 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ტრავმა ჯერ კიდევ აპრილში მიიღო, ისევ დაშავებულია და ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება მოედანს.
Iltirreno.gelocal.it-ის ინფორმაციით, მჭედლიძე ბარსელონაში გაემგზავრა და პროფესორ რამონ კუგატთან გაივლის კონსულტაციებს. ლევანს თან “ემპოლის” ექიმი პაოლო მანეტიც ახლავს.
მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ როდის შეძლებს ქართველი თავდამსხმელი მოედანზე დაბრუნებას.