კალათბურთი

12:56 | 15.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაუ გაზოლი: “ესპანეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა ბრინჯაოს მედალი მოიგოს”

ესპანეთის ნაკრების მძიმე ფორვარდმა პაუ გაზოლმა ევრობასკეტ-2017-ის ნახევარფინალში სლოვენიასთან (72:92) განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გუნდი მედლის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.

“სლოვენიამ დიდებულად ითამაშა და მოგება დაიმსახურა. მაგრამ ჩვენ მედლის მოგების შანსი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ჩემი მომავალი? ახლა მხოლოდ შემდეგი თამაშის მოგებაზე ვფიქრობ”, - განაცხადა უფროსმა გაზოლმა.

ესპანეთი მესამე ადგილისთვის მატჩში სერბეთ-რუსეთის მატჩში დამარცხებულს შეხვდება.

0.110733