ევროპა ლიგის 2017/2018 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველმა ტურმა ლოგიკური შედეგებით ჩაიარა. ერთადერთი მატჩი, რომელიც მოულოდნელი შედეგით დასრულდა, ზინჰაიმში გამართული დაპირისპირებაა, სადაც ადგილობრივი “ჰოფენჰაიმი” “ბრაგასთან” დამარცხდა. გერმანელები 24-ე წუთზე ვაგნერმა დააწინაურა, მაგრამ ჯერ ტაიმის ბოლოს ტეიშეირასგან გაუშვეს, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში სოუზამ გამოიჩინა თავი და პორტუგალიელებმა 1:2 იმარჯვეს.
წარმატებული დღე გამოდგა იტალიელთათვის, რომელთა სამივე წარმომადგენელმა გამარჯვების მოპოვება მოახერხა. საკადრისი დაბრუნება გამოუვიდა “მილანს”, რომელმაც გასვლაზე “აუსტრია” გაანადგურა. გამოსარჩევია, ანდრე სილვას ჰეთ-თრიკი.
26-წლიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირებს შესანიშნავად დაუბრუნდა “ატალანტა”, რომელმაც “ევერტონს” პირველივე ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაუტანა, ხოლო მეორე ნახევარში ანგარიშის შენარჩუნება მოახერხა - 3:0.
“ლაციო” არნემში “ვიტესს” ეწვია და ორჯერ აგებდა, თუმცა კლასის ხარჯზე 3 ქულის აღება მაინც მოახერხა. მასპინძელთა რიგებში 90 წუთის განმალობაში ითამაშა საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ.
ჯაბა ჯიღაურის “ვარდარი” შინ “ზენიტს” დაუხვდა და ხუთი უპასუხო ბურთი გაუშვა. მაკედონიელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა.
“ლოკომოტივი” გასვლაზე “კოპენჰაგენს” ეწვია და თამაში უგოლო ფრედ დასრულდა. “რკინიგზელთა” მაისურით მინდორზე 90 წუთი დაჰყო სოლომონ კვერკველიამ.
მეოთხე ქართველი ლეგიონერის ვაკო გვილიას “ბატემ” ბელგრადში “ცრვენა ზვეზდას” წინააღმდეგ ქულის მოპოვება მოახერხა. გვილია განაცხადში არ ყოფილა.
ლონდონის “არსენალი” პირველი ტაიმის შემდეგ საკუთარ მოედანზე “კიოლნთან” აგებდა, თუმცა მეორე ნახევარში კოლოშინაცის, სანჩესის და ბელერინის გოლებით შეხვედრის შემობრუნება მოახერხა და 3:1 იმარჯვა. ასეთივე ანგარიშით დაამარცხა “ვილიარეალმა” “ასტანა”, “სოსიედადმა” შინ “როსენბორგი” გაანადგურა, ხოლო “ჰერტას” და “ბილბაოს” დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
A ჯგუფი
ვილიარეალი – ასტანა 3:1 (1:0)
გოლები: 1:0 სანსონე (16), 1:1 ლოგვინენკო (68), 2:1 ბაკამბუ (75), 3:1 ჩერიშევი (77)
სლავია – მაკაბი 1:0 (1:0)
გოლი: ნეციდი (12)
B ჯგუფი
დინამო (კ) – შკენდერბიუ 3:1 (0:1)
გოლები: 0:1 მუზაკა (39), 1:1 სიდორჩუკი (47), 2:1 მორაეში (49), 3:1 მბოკანი (65 პენ.)
იანგ ბოიზი – პარტიზანი 1:1 (1:1)
გოლები: 0:1 იანკოვიჩი (11), 1:1 ფასნახტი (14)
C ჯგუფი
ჰოფენჰაიმი – ბრაგა 1:2 (1:1)
გოლები: 1:0 ვაგნერი (24), 1:1 ტეიშეირა (45+1), 1:2 სოუზა (50)
ბაშაქშეჰირი – ლუდოგორეცი 0:0
D ჯგუფი
აუსტრია – მილანი 1:5 (0:3)
გოლები: 0:1 ჩალჰანოღლუ (7), 0:2, 0:3, 1:4 ა.სილვა (10; 20; 56), 1:3 ბორკოვიჩი (47), 1:5 სუსო (63)
რიეკა – აეკი 1:2 (1:1)
გოლები: 0:1 მანტალოსი (16), 1:1 ელეცი (29), 1:2 კრისტოდულოპულოსი (62)
E ჯგუფი
აპოლონი – ლიონი 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 დეპაი (53 პენ.), 1:1 ადრიანი (93)
ატალანტა – ევერტონი 3:0 (3:0)
გოლები: 1:0 მასიელო (27), 2:0 ა.გომესი (41), 3:0 კრისტანტე (44)
F ჯგუფი
ზლინი – შერიფი 0:0
კოპენჰაგენი – ლოკომოტივი 0:0
G ჯგუფი
სტიაუა – პლზენი 3:0 (2:0)
გოლები: 1:0, 2:0 ბუდესკუ (21 პენ; 44), 3:0 ალიბეკი (72)
ბირ შევა – ლუგანო 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 ეინბინდერი (2), 2:0 ჩედეკი (59 პენ.), 2:1 ჩედეკი (67 ს.კ.)
11-ე წუთზე პეკჰარტმა (ბ) პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)
H ჯგუფი
ცრვენა ზვეზდა – ბატე 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 რადონიჩი (54), 1:1 სიგნევიჩი (72)
არსენალი – კიოლნი 3:1 (0:1)
გოლები: 0:1 კორდობა (9), 1:1 კოლოშინაცი (49), 2:1 სანჩესი (67), 3:1 ბელერინი (82)
I ჯგუფი
მარსელი – ქონიასპორი 1:0 (0:0)
გოლი: რამი (48)
გიმარაეში – ზალცბურგი 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 პედრაო (25), 1:1 ბერიშა (45)
J ჯგუფი
ზორია – ოსტერსუნდსი 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 გოდოსი (50), 0:2 გერო (94)
ჰერტა – ბილბაო 0:0
K ჯგუფი
ვარეგემი – ნიცა 1:5 (0:3)
გოლები: 0:1, 0:2 პლეა (16; 20), 0:3 დანტე (28), 1:3 ლეია (46), 1:4 სენტ-მაქსიმინი (69), 1:5 ბალოტელი (74)
ვიტესი – ლაციო 2:3 (1:0)
გოლები: 1:0 მატავჟი (33), 1:1 პაროლო (51), 2:1 ლინსენი (57), 2:2 იმობილე (67), 2:3 მურგია (75)
L ჯგუფი
ვარდარი – ზენიტი 0:5 (0:3)
გოლები: 0:1, 0:2 კოკორინი (6; 21), 0:3 ძიუბა (39), 0:4 ივანოვიჩი (66), 0:5 რიგონი (89)
სოსიედადი – როსენბორგი 4:0 (3:0)
გოლები: 1:0, 4:0 დ.ლორენტე (9; 77), 2:0 ზურუტუზა (10), 3:0 სკელვიკი (41 ს.კ.)