მადრიდის “რეალმა” და ისკო ალარკონმა ახალი კონტრაქტი გააფორმეს. როგორც “სამეფო კლუბის” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 25 წლის შემტევი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 2022 წლს 30 ივნისამდე დარჩება.
ისკოს ძველი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა. ერთი ხანობა იგი კლუბში თავისი ყოფით უკმაყოფილო იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ზინედინ ზიდანი ხშირად ენდობა.
ისკო მადრიდის “რეალს” 2013 წელს “მალაგადან” შეუერთდა. აქვე გეტყვით, რომ “რეალმა” გუშინ ასევე 2022 წლამდე გაუხანგრძლივა კონტრაქტი მარსელოს.