კალათბურთი

19:44 | 14.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარიანოვიჩი: “მოზგოვთან თამაში რთული იქნება”

ევრობასკეტ 2017-ის ნახევარფინალში სერბეთისა და რუსეთის ნაკრებთა შეხვედრის წინ ბობან მარიანოვიჩმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსების ცენტრის ტიმოფეი მოზგოვის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება.

“მოზგოვის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება. ის ნბა-ში თამაშობს, ამით ყველაფერი ნათქვამია, ძალიან კარგი მოთამაშეა. ჯგუფურ ეტაპზე უკვე შევხვდით რუსეთს, მათი მთავარი იარაღი პიკ ენ როლია, რის წინააღმდეგაც რამე უნდა მოვიფიქროთ”- განაცხადა მარიანოვიჩმა.

ევრობასკეტ 2017-ის ჯგუფურ ეტაპზე რუსეთმა სერბეთს 75:72 მოუგო. ნახევარფინალური შეხვედრა 15 სექტემბერს თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118096