ფეხბურთი

17:42 | 14.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: “ვიტესმა” დიდი პროგრესი განიცადა”

არნემის “ვიტესის” ქართველი კაპიტანი გურამ კაშია მიიჩნევს, რომ ჰოლანდიურმა გუნდმა ბოლო წლებში არნახული პროგრესი განიცადა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, თუ “ვიტესი” ასე გააგრძელებს, შეუძლია ჰოლანდიაში საუკეთესო გუნდიც გახდეს.

“2010 წელს, როდესაც “ვიტესთან” პირველი კონტრაქტი გავაფორმე, სრულიად განსახვავებული სიტუაცია იყო. მას შემდეგ გუნდმა წინ დიდი ნაბიჯი გადადგა და სტაბილურ გუნდად ჩამოყალიბდა, როგორც ჰოლანდიაში, ისე ევროპაში. აქ ახალგაზრდები მოდიან თამამად, რომ გაიზარდონ. თუ ასე გაგრძელდება, “ვიტესს” შეუძლია ნამდვილად დიდი გუნდი გახდეს”, - განაცხადა კაშიამ.

“ვიტესი” დღეს ევროპა ლიგის პირველ ტურში რომის “ლაციოს” უმასპინძლებს. უცნობია ითამაშებს თუ არა კაშია ძირითად შემადგენლობაში. ერედივიზიონის ბოლო ტურში ჩვენებური მოულოდნელად სათადარიგო სკამზე დარჩა.

0.14978