პოლტავის “ვორსკლაში” დაბრუნებული სანდრო კობახიძე აცხადებს, რომ სათამაშო ფორმაში ჯერ არაა. როგორც იცით, გასულ ზამთარს ის “ვორსკლადან” თურქულ “გიოზთეფეში” გადავიდა და ამჯერად ისევ პოლტავის გუნდშია.
“სათამაშოდ ბოლომდე მზად არ ვარ, რადგან რამდენიმე დღეა, რაც სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. ვშრომობ, კონდიციებზე ვმუშაობ. წინა შეხვედრაში, “ოლიმპიკთან” ბოლო 20 წუთი ვითამაშე. უპირატესობა გვქონდა და უნდა მოგვეგო. მომენტები ვერ გამოვიყენეთ, ამასთან, რა პენალტი დანიშნეს ჩვენს კარში... გასახდელში ვნახეთ მომენტი და ვერავინ ვერ გაიგო, რატომ დანიშნეს” – უთხრა უკრაინულ პრესას კობახიძემ.