კალათბურთი

13:54 | 14.09.2017 | ნანახია 3294 - ჯერ

გასოლი: “დონჩიჩი ნბა-ს ვარსკვლავი გახდება”

ესპანეთის ნაკრების ლიდერმა პო გასოლმა სლოვენიელი ამომავალი ვარსკვლავის, ლუკა დონჩიჩის შესახებ ისაუბრა.

“დონჩიჩს ძალიან დიდი ნიჭი აქვს. ის წლევანდელი სლოვენიის ნაკრების წარმატების მთავარი გასაღებია. დარწმუნებული ვარ, ლუკა ნბა-ს ვარსკვლავი გახდება. მას აქვს ყველა მნიშვნელოვანი თვისება, რომ ვარსკვლავი გახდეს”- განაცხადა გასოლმა.

18 წლის ლუკა დონჩიჩი სლოვენიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, ახალგაზრდა კალათბურთელმა ლატვიასთან მოგებულ მეოთხედფინალურ შეხვედრაში (103:97) ლომის წილი დაიდო, ლუკამ გუნდს 27 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 1 ბლოკ-შოტი შესძინა.

შეგახსენებთ, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალში სლოვენიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 14 სექტემბერს, 22:30 საათზე დაიწყება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:01 | 14.09.2017
დურანტულა35 (6807)

ძაან დონე ბიჭიაა .თან რა ნერვების პატრონია.სულ 18 წლისაა.ძაან დიდ სახელს დატოვებს ეს ამან თუ ამ ტემპებით პროგრესი გააგრძელა.ენბიეშიი ამის სუპერსტარობაც არაა გამორიცხული.

14:48 | 14.09.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მატჩის წინ ტიპს ისეთი ზეწოლა მიცა ან გამოვა სათამაშოდ ან არა ისე კი ამ ევროპაზე მართლა მაგარია

14:00 | 14.09.2017
RHP (3623)

აღMოაჩინა ამერიკა

13:58 | 14.09.2017
kings never die (12388)

პაუ სანამ შენ მაგას იტყოდი მე უკვე ვთქვი ეგ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133677
სარეკლამო ადგილი - 99
X x X