სხვა

10:11 | 14.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

სოკ-მა წერტილი დასვა - პარიზი და ლოს-ანჯელესი

უკვე ოფიციალურად - 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში გაიმართება. 2028 წელს კი მასპინძელი ლოს-ანჯელესი იქნება. საბოლოო გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პერუს დედაქალაქ ლიმაში მიმდინარე სესიაზე, არჩევნების შემდეგ მიიღო. თუმცა, მოვლენები ასე რომ განვითარდებოდა, წინასწარვე ყველამ იცოდა. ჯერ კიდევ ივლისში, სოკ-ის რიგგარეშე სესიამ მხარი დაუჭირა აღმასრულებელი საბჭოს წინადადებას 2024 და 2028 წლის მასპინძელი ქალაქების ერთდროულად არჩევის შესახებ და ლოს-ანჯელესს, პარიზსა და სოკ-ს შორის სამმხრივი ხელშეკრულებაც გაფორმდა. ამრიგად, ლიმას სესიის არჩევნენი მხოლოდ ფორმალობა იყო.

„ვულოცავ პარიზი-2024-ს და ლოს-ანჯელესი-2028-ს. ეს ისტორიული ორმაგი არჩევანია და ამავდროულად, წაუგებელი სიტუაცია ქალაქ პარიზისთვის, ქალაქ ლოს-ანჯელესისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის. უკეთესი რამ ძნელი წარმოსადგენია. ოლიმპიური თამაშებისა და მთელი მსოფლიოს სპორტსმენებისთვის მომავალი 11 წლის განმავლობაში სტაბილურობის უზრუნველყოფა - ეს არის რაღაც ექსტრაორდინალური" - განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

მისივე სიტყვებით, შთამბეჭდავი ოლიმპიური ისტორიის მქონე ორი ქვეყნის უდიდესი ქალაქები საოცარი ენთუზიაზმით ეკიდებიან საქმეს და ოლიმპიურ სულისკვეთებას ფანტასტიკურად უკაფავენ გზას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115897