ფეხბურთი

2:55 | 14.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: ფრე "ენფილდზე" და ჰარი კეინის შოუ "უემბლიზე" (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური დასრულდა. მეორე სათამაშო დღე შედეგიანი გამოდგა და რვა შეხვედრაში 28 გოლი გავიდა. მივყვეთ ჯგუფების მიხედვით:

E ჯგუფი

სამი წლის შემდეგ “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა. დაუბრუნდა “ენფილდ როუდზე” და დაუბრუნდა გამარჯვების იმედით. სიმართლე რომ ვთქვათ, იურგენ კლოპის გუნდმა “სევილიას” აჯობა და უნდა მოეგო კიდეც, მაგრამ შეცდომები ძვირად ფასობენ. “ლივერპულმა” კი ეს შეცდომები მრავლად დაუშვა, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. პირველი გოლი დეიან ლოვრენის უხეშ შეცდომას მოჰყვა. ამის მერე კი, მოედანზე მერსისაიდელები გაბატონდნენ. წონასწორობა მალევე რობერტო ფირმონიმ აღადგინა. სხვათა შორის, ბრაზილიელი გახდა მეექვსე ფეხბურთელი, რომელმაც “ლივერპულის” რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე პირველი შეხვედრაში გაიტანა. აქამდე იგივე მაიკლ ოუენს, იარი ლიტმანენს, ჯიბრილ სისეს, ფერნანდო მორიენტესსა და მარიო ბალოტელის მოეხერხებინათ. მასპინძლები მალე დაწინაურდნენ. მოუსვენარმა მოჰამედ სალაჰმა შორი დისტანციიდან დაარტყა და გაიტანა. ეგვიპტელს გაუმართლა კიდეც, რადგან სიმონ კიაერს შეეხო ბურთი და ისე აღმოჩნდა კარში. პირველი ტაიმის მოგება ინგლისელებს უფრო დამაჯერებლად შეეძლოთ, მაგრამ ფირმინომ პენალტი ძელს გაარტყა. საერთოდ, “ლივერპულმა” ბევრი საგოლე მომენტი გაანიავა და დაისაჯა კიდეც. მეორე ნახევარში კორეამ “სევილიას” მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩიც ფრედ დასრულდა. მოსკოვის “სპარტაკი” “მარიბორს” ტრავმირებული ჯანო ანანიძის გარეშე ეწვია და ვერ მოიგო. რუსეთის ჩემპიონი მართალია ალექსანდრ სამედოვმა დააწინაურა, მაგრამ სლოვენიელებმა თამაშის გადარჩენა მაინც მოახერხეს და ქულაც დამსახურებულად მოიპოვეს.

“ლივერპული” – “სევილია” 2:2 (2:1) VIDEO

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

მაყურებელი: 52 332

“ლივერპული” (4-3-3): კარიუსი; გომესი, მატიპი, ლოვრენი, მორენო; ემრე ჯანი (კოუტინიო 76), ჰენდერსონი, ვინალდუმი; სალაჰი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 89), ფირმინო, მანე (სტარიჯი 83)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“სევილია” (4-3-3): სერხიო რიკო; მერკადო, პარეხა, კიაერი, ესკუდერო; ნ’ზონზი, ბანეგა, პიზარო (სარაბია 45); ნავასი (კორშია 83), ბენ იადერი (მურიელი 69), კორეა

მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლები: 0:1 ბენ იადერი (5), 1:1 ფირმინო (21), 2:1 სალაჰი (37), 2:2 კორეა (72)

გამოუყენებელი პენალტი: ფირმინო (42, ძელი)

გაფრთხილება: მორენო (39), გომესი (64, 90) – მერკადო (35), ბანეგა (38), პარეხა (42)

გაძევება: გომესი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (7) – 5 (2) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 10:3 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)

“მარიბორი” – “სპარტაკი” 1:1 (0:0) VIDEO

მარიბორი, “ლიუდსკი”

მაყურებელი: 12 566

“მარიბორი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; მილეჩი, რაიჩევიჩი, შულერი, ვილერი; კაბა, ვროვეჩი (პილერი 79); ბაიდე (კრამარიჩი 69), აჰმედი (მესანოვიჩი 69), ბოჰარი; ტავარეში

მწვრთნელი: დარკო მილანიჩი

“სპარტაკი” (3-5-2): რებროვი; ბოკეტი, კუტეპოვი, ჯიქია; ეშენკო, პაშალიჩი, ფერნანდო, გლუშაკოვი (სამედოვი 29), კომბაროვი (მელგარეხო 90); პრომესი (პოპოვი 85), ლუის ადრიანო

მწვრთნელი: მასიმო კარერა

გოლები: 0:1 სამედოვი (59), 1:1 ბოჰარი (85)

გაფრთხილება: ჯიქია (36)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (6) – 15 (4) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია)

F ჯგუფი

იტალიური “ნაპოლი” აქამდე დაფრინავდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი სტარტი აიღო. იტალიელები ხარკოვში, “შახტართან” ხელმოცარულნი დარჩნენ. უკრაინის ჩემპიონმა ტაისონისა და ფერეირას გოლებით წაიყვანა ანგარიში და არკადიუში მილიკის პრესტიჟის გოლს არაფერი შეუცვლია. აღვნიშნოთ, რომ დონეცკელთა რიგებში მატჩის ბოლო სამი წუთი ითამაშა დავით ხოჭოლავამ.

“მანჩესტერ სიტიმ” კი გაისერინა. როტერდამი დაათვალიერა და შინ სამი ქულაც წამოიღო. “ფეიენოორდს” ჩემპიონთა ლიგაზე 15 წლიანი პაუზის მერე დაბრუნება რბილათ რომ ვთქვათ, არცთუ სასიამოვნოდ გამოუვიდა, მაგრამ ფაქტია, დღეს “სიტი” ჰოლანდიის ჩემპიონზე მაღლა დგას. 4:0 სრულად ასახავდა იმას, რაც “დე კუიპზე” ხდებოდა. დუბლი გაიფორმა ცენტრალურმა მცველმა ჯონ სტოუნსმა, ხოლო თითოც კუნ აგუერომ და გაბრიელ ჟესუსმა გაიტანეს.

“შახტარი” – “ნაპოლი” 2:1 (1:0) VIDEO

ხარკოვი, “მეტალისტ არენა”

მაყურებელი: 32 679

“შახტარი” (4-2-3-1): პიატოვი; სრნა, ორდეცი (ხოჭოლავა 90), რაკიცკი, ისმაილი; ფრედი, სტეპანენკო; მარლოსი (სტეპანენკო 77), ტაისონი, ბერნარდი; ფერეირა

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ზიელინსკი (ალანი 67), დიავარა, ჰამშიკი (მერტენსი 60); კალეხონი, მილიკი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 1:0 ტაისონი (15), 2:0 ფერეირა (58), 2:1 მილიკი (72, პენ)

გაფრთხილება: ფრედი (68), სტეპანენკო (71) – ინსინიე (68), მერტენსი (69), კულიბალი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 13 (7) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 0:11 თამაშგარე: 3:4

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

“ფეიენოორდი” – “სიტი” 0:4 (0:3) VIDEO

როტერდამი, “დე კუიპი”

მაყურებელი: 43 750

“ფეიენოორდი” (4-3-3): ჯონსი; იუსტე, ბოტეგინი, ვან დერ ჰეიდენი, ნელომი; ამრაბატი (ლარსონი 78), ელ აჰმადი, ვილენა; ბერგუისი (ტოორნსტრა 46), კრამერი (ვენტე 71), ბოეტიუსი

მწვრთნელი: ჯოვანი ვან ბრონხორსტი

“სიტი” (3-5-2): ედერსონი; სტოუნსი, ფერნანდინიო (სანე 72), ოტამენდი; უოლკერი, ბერნარდო სილვა, დავიდ სილვა (დელფი 67), დე ბრუინი, მენდი; აგუერო (სტერლინგი 60), გაბრიელ ჟესუსი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 0:1 სტოუნსი (2), 0:2 აგუერო (10), 0:3 გაბრიელ ჟესუსი (25), 0:4 სტოუნსი (63)

გაფრთხილება: იუსტე (38), კრამერი (40), ვილენა (40), ბოტეგინი (66) - დე ბრუინი (15)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 3 (1) – 9 (1) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 3:6

მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (სლოვენია)

G ჯგუფი

საყოველთაო მოსაზრებით ეს ჯგუფი ყველაზე სუსტია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ 4 თანაბარი დონის გუნდია თავმოყრილი და წესით პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლა ბოლო ტურამდე უნდა იყოს. მანამდე კი, “ბეშიქთაშმა” “პორტუს” მისსავე მოედანზე მოუგო და მერვედფინალზე განაცხადი აქედანვე გააკეთა. მართალია, სერჟიო კონსეიოსაოს გუნდი საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ შენოლ გიუნეშის ბიჭებმა თავიანთი შანსი მაქსიმალურად გამოიყენეს და შინ 3 ქულით დაბრუნდნენ.

“ლაიფციგმა” კი ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ქულით აღნიშნა. გერმანიის ვიცე-ჩემპიონი ემილ ფორსბერგის გოლით იგებდა, კიდეც, მაგრამ იური ტილემანსმა იქვე გაათანაბრა და მერე არაფერი შეცვლილა. ისე კი, თამაში საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა და სამართლიანი შედეგიც დაფიქსირდა.

“პორტუ” – “ბეშიქთაში” 1:3 (1:2) VIDEO

პორტუ, “დრაგაუ”

მაყურებელი: 42 429

“პორტუ” (4-4-2): კასილიასი; რიკარდო პერეირა, ფელიპე, მარკანო, ალექს ტელეში; კორონა (ანდრე ანდრე 46), ტორესი (ოტავიო 46), დანილო (ერნანი 82), ბრაჰიმი; მარეგა, სოარეში

მწვრთნელი: სერჟიო კონსეისაო

“ბეშიქთაში” (4-2-3-1): ფაბრი; ადრიანო (ნეჯიპი 87), პეპე, ტოშიჩი, ერკინი; ჰატჩინსონი, ოზიაკუპი (მედელი 65); კვარეჟმა (ნეგრედო 73), ტალისკა, ბაბელი; ჟენკ თოსუნი

მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

გოლები: 0:1 ტალისკა (13), 1:1 ტოშიჩი (21, ა.გ), 1:2 ჯენკ თოსუნი (28), 1:3 ბაბელი (86)

გაფრთხილება: რიკარდო პერეირა (11), ანდრე ანდრე (82) – ერკინი (68)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 10 (4) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 11:3 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

“ლაიფციგი” – “მონაკო” 1:1 (1:1) VIDEO

ლაიფციგი, “რედ ბულ არენა”

მაყურებელი: 40 068

“ლაიფციგი” (4-4-2): გულაჩსი; კლოსტერმანი, ორბანი, უპემეჩანო, ჰალსტენბერგი; ზაბიცერი, დემე, ფორსბერგი (კამპლი 63); ვერნერი, პოულსენი (ოგუსტინი 80)

მწვრთნელი: რალფ ჰასენჰუტლი

“მონაკო” (4-2-3-1): ბენალიო; ტურე, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე; ფაბინიო, მოუტინიო; სიდიბე (კეიტა 74), ტილემანსი, დიახაბი (გეძალი 84); ფალკაო (კარილო 89)

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

გოლები: 1:0 ფორსბერგი (33), 1:1 ტილემანსი (34)

გაფრთხილება: დემე (26), ჰალსტენბერგი (72) - ტილემანსი (10), სიდიბე (81), ჟემერსონი (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 4 (2) – 4 (2) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 9:2

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

H ჯგუფი

სიკვდილის ჯგუფში პირველი ტური მასპინძლებსი გამოდგა. ბუნებრივია, მადრიდის “რეალის” გამარჯვება “აპოელთან” მოსალოდნელიც იყო და ასეც მოხდა. “სამეფო კლუბმა” კვიპროსის ჩემპიონის ვარჯიშით აჯობა – 3:0. დუბლი გაიფორმა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი რეკორდი ეკუთვნის, თანაც ორი: საკუთარ მოედანზე მასზე მეტი გოლი არავის გაუტანია (55) და ასევე პენალტით ჩემპიონთა ლიგაზე (12).

აი, “უემბლიზე” კი, “ტოტენჰემმა” “დორტმუნდი” დაჩაგრა და დამსახურებულადაც მოიპოვა სამი ქულა. შეხვედრის გმირი ჰარი კეინი გამოდგა – ინგლისის ნაკრების ფორვარდმა დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვან გამარჯვებაში წარუძღვა.

“ტოტენჰემი” – “დორტმუნდი” 3:1 (2:1) VIDEO

ლონდონი, “უემბლი”

მაყურებელი: 67 343

“ტოტენჰემი” (5-4-1): ლორისი; ორიე, ალდერვეირელდი, სანჩესი, ვერტონგენი, დევისი; სონი (სისოკო 83), დემბელე, დაიერი, ერიქსენი; კეინი (ლორენტე 87)

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინიო

“დორტმუნდი” (4-3-3): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, ტოპრაკი (ზაგადუ 80), ტოლიანი; დაუდი (კასტრო 72), შაჰინი, კაგავა (გიოტცე 66); იარმოლენკო, ობამეიანგი, პულიშიჩი

მწვრთნელი: პეტერ ბოში

გოლები: 1:0 სონი (4), 1:1 იარმოლენკო (11), 2:1 კეინი (15), 3:1 კეინი (60)

გაფრთხილება: დაიერი (36), ვერტონგენი (58, 90) – ტოლიანი (88), კასტრო (90)

გაძევება: ვერტონგენი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 5 (2) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 2:8 თამაშგარე: 4:5

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

“რეალი” – “აპოელი” 3:0 (1:0) VIDEO

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

მაყურებელი: 71 060

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, ნაჩო, რამოსი, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო, კოვაჩიჩი (კროოსი 25); ისკო (სებალიოსი 73), რონალდუ, ბეილი (მაიორალი 82)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“აპოელი” (4-4-2): ვატერმანი; ვურგოსი, რუედა, კარლაო, ლაგო; სალაი (ფარიასი 60), მორაიში, ვინისიუსი, ალონეფტისი; ებესილიო (ზაიდი 73), დე კამარგო (პოტე 83)

მწვრთნელი: ჯორჯ დონისი

გოლები: 1:0 რონალდუ (12), 2:0 რონალდუ (51, პენ), 3:0 რამოსი (61)

გაფრთხილება: კარვახალი (52) – სალაი (53), ებესილიო (63), ფარიასი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (6) – 3 (1) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 9:1 თამაშგარე: 4:4

მსაჯი: ბენუა ბასტიენი (საფრანგეთი)

1.084176