მადრიდის “რეალის” მცველი მარსელო ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ბრაზილიელი განაპირა მცველი ლა ლიგის ბოლო ტურში “ლევანტეს” ფეხბურთელ ჰეფერსონ ლერმესთან გადამეტებული უხეშობის გამო დასაჯა.
აღსანიშნავია, რომ მარსელოს 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, თუმცა შედარებით მსუბუქად დაისაჯა. ამრიგად, 29 წლის ფეხბურთელი “სამეფო კლუბს” “სოდიედადთან” და “ბეტისთან” შეხვედრებში ვერ დაეხმარება.
აქვე გეტყვით, რომ მარსელომ “რეალთან” კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.