ფეხბურთი

22:13 | 13.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ინციდენტი გლაზგოში: მბაპე თავდამსხმელის ობიექტივში

“სელტიკისა” და “პარი სენ ჟერმენის” მატჩის დროს კილიან მბაპეს თავს დაესხნენ. საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ფრანგებმა მესამე გოლი გაიტანეს, მოედანზე ერთ-ერთი გლაზგოელი გულშემატკივარი შეიჭრა და ახალგაზრდა შემტევისკენ გაიწია.

საბოლოოდ, მბაპემ თავდამსხმელისგან თავი ადვილად დაიღწია, ხოლო შოტლანდიელი ქომაგი მალევე დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ტირბუნებიდან სტუმარი ფეხბურთელების მიმართ შეურაცმხყოფელი შეძახილები და აგრესია მთელი თამაშის განამვალობაში ისმოდა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა სანქცია დაეკისრება “სელტიკს” უეფასგან, მაგრამ ახლო წარსულში “ლინფილდთან” მატჩში გულშემატკივრების მხრიდან მოწყობილი მსგავის ობსტრუქციის გამო “სელტიკი” უეფამ 22 ათასი ევროს ოდენობით დააჯარიმა.

ახლა არაა გამორიცხული, რომ შოტლანდიის ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების წინაშე გამართოს. უშუალოდ შეხვედრა კი, პსჟ-მ 5:0 მოიგო.

0.13003