ბელგიელი ტიბო კურტუა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველი მეკარეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში საგოლე პასი მიითვალა. “ჩელსი”-“ყარაბახის” 30-ე წუთი იყო, როცა კურტუას გადაცემით დავიდე ძაპაკოსტამ გაიტანა.
ისე, ძაპაკოსტამ აღიარა, რომ ჩაწოდება სურდა და არა – კარში დარტყმა.
რაც შეეხება მეკარის ბოლო “ასისტს”, კურტუამდე, 2012 წელს “სელტიკის” მეკარე ფრეიზერ ფორსტერმა “ბარსელონასთან” შეხვედრაში გააკეთა საგოლე პასი.