ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდა ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტის შემდგომ საკუთარი შთაბეჭდილებები JTV-ს გაუზიარა.
“ეს მარცხი გულდასაწყვეტია, რადგან ჩვენ ყველაფერი გავიღეთ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
კმაყოფილი ვარ ჩემი დებიუტით. რა თქმა უნდა, ორ აზრი არ არსებობს - ჩემპიონთა ლიგა ძალიან განსხვავდება კოპა ლიბერტადორესისგან. აქ უფრო სწრაფ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ.
მესი? ის უბრალოდ სხვა პლანეტის მოთამაშეა”, - თქვა ბენტანკურმა “ბარსელონასთან” ჩემპიონათა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ, რომელიც მისმა გუნდმა “კამპ ნოუზე” 0:3 წააგო.
შეგახსენებთ, რომ იმედის მომცემი ურუგვაელი მოთამაშე “ბებერმა ქალბატონმა” მიმდინარე წელს "ბოკა ხუნიორსიდან" შეიძინა და ამ სეზონში სერია A-ში ჩატარებული 2 მატჩის შემდეგ მას ჩემპიონთა ლიგაზეც ჰქონდა დებიუტი.