ჩოგბურთი

20:54 | 13.09.2017 | ნანახია NaN - ჯერ

დატე-კრუმმა კარიერა დაასრულა

46 წლის იაპონელმა ჩოგბურთელმა კიმიკო დატე-კრუმმა კარიერა დაასრულა. ტოკიოს ტურნირის 1/16-ფინალში დატე-კრუმი ალექსანდრ კრუნიჩთან 0:6, 0:6 განადგურდა და კარიერა მეორედ დაასრულა.

კიმიკომ კარიერა 1989 წელს დაიწყო და 1996 წელს დაასრულა. თუმცა 2008 წელს იაპონელმა კარიერის განახლების შესახებ განაცხადა და ასაკის გათვალისწინებით საკმაოდ ნაყოფიერადაც ითამაშა.

კიმიკო 1995 წელს მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ადგილზე იყო. დიდი სლემის ტურნირებზე დატე სამი ტურნირის ნახევარფინალში აქვს ნათამაშები. კრუმმა კარიერაში WTA-ის 8 და ITF-ის 14 ტურნირი აქვს მოგებული.

0.143062