პსჟ-ს 18 წლის შემტევმა კილიან მბაპემ “სელტიკთან” გასვლაზე მოგებულ შეხვედრაში (5:0) ერთი გოლი გაიტანა. მბაპეს ჩემპიონთა ლიგაზე სულ 7 გოლი დაუგროვდა, რითაც ლეგენდარული შემტევის პატრიკ კლიუვერტის რეკორდი გაიმეორა, რომელსაც თინეიჯერობის ასაკში ჩემპიონთა ლიგაზე შვიდი გოლი ჰქონდა გატანილი.