უკანასკნელ წლებში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, სქესთა შორის ბალანსის დაცვის მიზნითა და ლოზუნგით, მიღებულია კანონი, რომლის მიხედვითაც, წყვილის დაშორების შემთხვევაში მათი ქონება თანაბრად იყოფა და აღარ ენიჭება მნიშვნელობა ცოლი თუ ქმარი “რა მოხელე ნაჩალნიკია“.
სწორედ ამ ერთი შეხედვით უწყინარი კანონის გამო, მრავალ ქვეყანაში მკვეთრად იკლო დაქორწინებების რიცხვმა და ბევრი წყვილი მომავალში ქონების არასამართლიანად გაყოფის შიშით უბრალოდ თავს იკავებს ქორწინებისაგან და მთელი ცხოვრება გერლფრენდ-ბოიფრენდად თანაცხოვრებას ამჯობინებს. ეს განსაკუთრებით ცნობილ ადამიანებს ეხებათ.
აი მაგალითად, ახალგაზრდა ფრანგ ფორვარდს, ანტონი მარსიალს მის გულისსწორთან, რეალურად კი ცოლთან - სამანტასთან მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი შვილი ჰყავს, ხელი არა აქვს მოწერილი და სამანტას დიდი სურვილის მიუხედავად, ფეხბურთელი ამ ნაბიჯის გადადგმას ცოცხალი თავით არ აპირებს. ვის უნდა ზედმეტი თავის ტკივილი?...