ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელ გონსალო იგუაინს დისკვალიფიკაცია ემუქრება. საქმე ისაა, რომ არგენტინელმა “იუვენტუსისა” და “ბარსელონას” (0:3) შეხვედრისას გულშემატკივრებს შუა თითი უჩვენა.
მასიმილიანო ალეგრიმ იგუაინი 87-ე წუთზე შეცვალა, “ბარსას” ულტრასებმა იგი სტევნით გააცილეს, ხოლო “პიპიტამ” მათ უხამსი ჟესტი უჩვენა. აღსანიშნავია, რომ იგუაინმა “კამპ ნოუზე” მე-12 მშრალი შეხვედრა ჩაატარა.
წარსულს თუ გავიხსენებთ, ასეთი ქმედებისთვის ადვილი შესაძლებელია, რომ გონსალო დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.
ამავე ჟესტიკულაციის გამო თავის დროზე რობერტო მანჩინი, ლუის სუარესი, მასიმო ბუსაკა, ემანუელ ფრიმპონგი დაუსჯიათ. ვნახოთ, მიაქცევს თუ არა, უეფა გონსალო იგუაინის არცთუ კარგ საქციელს ყურადღებას.