ფეხბურთი

2:28 | 13.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: პსჟ-ს ტრიო და ლეო მესი! (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგა დაიწყო – დაიწყო ფავორიტების ხმამაღალი განაცხადებით და სიურპრიზების გარეშე. “ჩელსიმ”, “ბარსელონა”, “მანჩესტერი”, “ბაიერნი” და პსჟ ერთმანეთს იმაში გაეჯიბრნენ, რომელი უფრო მეტს გაიტანდა. აი, ტურინის “იუვენტუსის” საქმე თურმე მართლა მძიმედ ყოფილა – “კამპ ნოუზე” “ბებერი ქალბატონი” წელში გადატყდა.

A ჯგუფი

“მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგას ბოლო პერიოდში დანატრებულია და ბუნებრივია, რომ საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ “ბაზელი” არ დაინდო. “წითელმა ეშმაკებმა” შვეიცარიელებს ძველი წყენაც გაუხსენეს და შური იძიეს. ინგლისელთა გამარჯვება სრულიად ლოგიკური და ადვილად პროგნოზირებადიც იყო – ჟოზე მოურინიოს გუნდი სეზონის სტარტზე დაფრინავს და ასე თუ გააგრძელებს, სავარაუდოდ ბევრსაც გაამწარებს.

მასპინძლების გამარჯვებაში დიდი როლი ბელგიელებმა შეიტანეს – მარუან ფელაინიმ ანგარიში გახსნა, რომელუ ლუკაკუც არ ჩამორჩა. წერტილი მარკუს რეშფორდმა დასვა – სხვათა შორის, ნიჭიერი შემტევი საოცარი მიღწევის ავტორი გახდა: ევროპა ლიგის, ჩემპიონთა ლიგის, პრემიერლიგისა და ინგლისის ნაკრებში დებიუტი რეშფორდმა გოლით აღნიშნა. ვერაფერს იტყვი, მართლაც ფანტასტიკური შედეგია.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში კი, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა – ლისაბონის “ბენფიკა” ცსკა-სთან ფავორიტი იყო, მაგრამ რუსებმა შინ 3 ქულა წაიღეს და ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლაზე მართლაც სერიოზული განაცხადი გააკეთეს. არადა, თავიდან, “არწივები” იგებდნენ კიდეც და თითქოს სტუმრებს უნდა გასჭირვებოდათ, მაგრამ მეორე ტაიმში ცსკა-მ თამაში შემოატრიალა და დამსახურებულად მოიგო.

“მანჩესტერ იუნაიტედი” – “ბაზელი” 3:0 (1:0) VIDEO

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მაყურებელი: 75 000

“მანჩესტერ იუნაიტედი” (4-2-3-1): დე ხეა; იანგი, ლინდელოფი, სმოლინგი, ბლინდი; პოგბა (ფელაინი 19), მატიჩი; მატა (რეშფორდი 78), მხითარიანი, მარსიალი (ლინგარდი 70); ლუკაკუ

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“ბაზელი” (3-4-3): ვაცლიკი; აკანჯი, სუხი, ბალანტა; ლანგი, ჯაკა, ზუფი, რივეროსი (ობელინი 77); სტეფენი, ვან ვოლფსვინკელი (ბუა 66), ელიუნუსი

მწვრთნელი: რაფაელ ვიკი

გოლები: 1:0 ფელაინი (35), 2:0 ლუკაკუ (53), 3:0 რეშფორდი (84)

გაფრთხილება: იანგი (38), ბლინდი (58) – ბალანტა (28), ლანგი (61), ჯაკა (83)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 7 (2) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: რუდი ბუკე (საფრანგეთი)

“ბენფიკა” – ცსკა 1:2 (0:0) VIDEO

ლისაბონი, “და ლუჟი”

მაყურებელი: 64 642

“ბენფიკა” (4-1-3-2): ვარელა; ალმეიდა (გაბრიელი 77), ლუიზაო, ლოპესი (რაფა სილვა 89), გრიმალდო; აუგუსტო; სალვიო, პიცი, ჟივკოვიჩი; სეფეროვიჩი, ჟონასი (ხიმენესი 69)

მწვრთნელი: რუი ვიტორია

ცსკა (5-3-2): აკინფეევი; ფერნანდეში, ვასინი, ვ. ბერეზუცკი, ა. ბერეზუცკი, შენიკოვი; გოლოვინი (კუჩაევი 87), ვერნბლუმი, ძაგოევი (ნათხო 77); ვიტინიო, ოლანარე (ჟამალეტდინოვი 67)

მწვრთნელი: ვიქტორ გონჩარენკო

გოლები: 1:0 სეფეროვიჩი (50), 1:1 ვიტინიო (63, პენ(, 1:2 ჟამალეტდინოვი (71)

გაფრთხილება: ალმეიდა (62), სეფეროვიჩი (80) - გოლოვინი (43), ძაგოევი (73), ვერნბლუმი (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 23 (6) – 14 (7) ბურთის ფლობა: 73%-27% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: ალბერტო უნდიანო (ესპანეთი)

B ჯგუფი

ბრიუსელის “ანდერლეხტი” მიუნხენში უშანსოდ რომ იყო, ყველამ იცოდა. ასეც მოხდა, ბელგიის ჩემპიონმა “ბაიერნს” წინააღმდეგობა ვერ გაუწია და რომ არა მეკარე სელსი და ანგარიში გაცილებით სოლიდური იქნებოდა. “ანდერლეხტის” ისედაც მიზერული შანსი მეათე წუთზე საერთოდ გაქრა – კუმსმა უხეშად ითამაშა და მოედანი დატოვა. რობერტ ლევანდოვსკიმ კი, გაიტანა. სხვათა შორის, “რეკორდმაისტერისგან” ამის მერე გოლეადას ბევრი ელოდა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბევრი მომენტი გააცუდეს მასპინძლებმა – და მაინც, ტიაგო ალკანტარამ და ჯოშუა კიმიხმა მეორე ტაიმში მაინც სოლიდური სხვაობა დააფიქსირეს.

“ბაიერნისა” არ იყოს, გასეირნება გამოუვიდა პსჟ-ს. უნაი ემერის გუნდმა გლაზგოში “სელტიკი” გააცამტვერა. ნეიმარი, მბაპე და კავანი კი, შეუჩერებლნი არიან. ყოველშემთხვევაში სეზონის სტარტზე ასეა. 5-დან ოთხი გოლი სწორედ მათ ანგარიშზეა. ამასობაში, მბაპემ მორიგი რეკორდი დაამყარა: იგი გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც თინეიჯერობის ასაკში ორი სხვა და სხვა გუნდის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა.

“ბაიერნი” – “ანდერლეხტი” 3:0 (1:0) VIDEO

მიუნხენი, “ალიანც არენა”

მაყურებელი: 70 000

“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; კიმიხი, მარტინესი (ბოატენგი 77), შულე, რაფინია; ტოლისო, ტიაგო ალკანტარა; რობენი, ხამესი (კომანი 85), რიბერი (მიულერი 78); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

“ანდერლეხტი” (5-4-1): სელსი; ჩიპჩუ, სპაჰიჩი, კუმსი, დეშახტი, ნაიარი (აპია 26); სტანჩუ (ონიეკურუ 59), დენდოკერი, ტრებელი, ჰანი; ტეოდორჩჟკი (ჰარბაუი 84)

მწვრთნელი: რენე ვეილერი

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (12, პენ), 2:0 ტიაგო ალკანტარა (65), 3:0 კიმიხი (90)

გაფრთხილება: რიბერი (11), ტოლისო (74) - ტრებელი (22), სტანჩუ (53)

გაძევება: კუმსი (11)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 23 (11) – 4 (1) ბურთის ფლობა: 68%-32% კუთხურები: 13:1 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)

“სელტიკი” – “პარი სენ ჟერმენი” 0:5 (0:3) VIDEO

გლაზგო, “სელტიკ პარკი”

მაყურებელი: 64 000

“სელტიკი” (4-2-3-1): გორდონი; რელსტონი, ლუსტიგი, შიმუნოვიჩი, ტიერნი; ბრაუნი, ნტჩამი; რობერტსი (ფორესტი 78), არმსტრონგი (როგიჩი 46), სინკლერი; გრიფიტსი (ედუარდი 69)

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

“პარი სენ ჟერმენი” (4-3-3): არეოლა; დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა; ვერატი, ტიაგო მოტა, რაბიო (დრაქსლერი 61); მბაპე (ლო სელსო 84), კავანი, ნეიმარი

მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 0:1 ნეიმარი (19), 0:2 მბაპე (34), 0:3 კავანი (40, პენ), 0:4 ლუსტიგი (83, ა.გ), 0:5 კავანი (85)

გაფრთხილება: შიმუნოვიჩი (39), რელსტონი (53) – ნეიმარი (76)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (4) – 9 (6) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

C ჯგუფი

“ჩელსი” ჩემპიონთა ლიგას ჩემპიონურად დაუბრუნდა – 6:0! ანტონიო კონტეს გუნდს დაძაბული სეზონის სტარტზე კარგი ვარჯიში გამოუვიდა. “ყარაბაღი” არ აღმოჩნდა იმისთვის მზად, რომ მრისხანე მეტოქისთვის წინააღმდეგობა გაეწია. დაფიქსირებული ანგარიში სრულად ასახავდა იმას, რაც “სტემფორდ ბრიჯზე” ხდებოდა. რას უნდა ველოდოთ ანტონიო კონტეს ბიჭებისგან უფრო მეტად შემდეგი ტურები გამოაჩენს, რადგან აზერბაიჯანის ჩემპიონი საზომად აშკარად ვერ გამოდგება.

აი, ჯგუფის მეორე მატჩში კი, “ატლეტიკომ” ორი ქულა დაკარგა. დიახ, დაკარგა და არა მოიპოვა, რადგან “როხიბლანკო” “რომას” მისსავე მოედანზე ერთი თავით სჯობდა და რომ არა, ალისონ ბეკერის დიდებული გარჯა, აუცილებლად მოიგებდა. ბრაზილიელმა კიპერმა 9 სეივი შეასრულა და ეს საუკეთესო შედეგია პირველ სათამაშო დღეს. “რომამ” თამაშის ხარისხი უნდა გამოასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეუსებიო დი ფრანჩესკო გუნდს პლეი-ოფში გასვლა ნამდვილად გაუჭირდება.

“რომა” – “ატლეტიკო” 0:0 (0:0) VIDEO

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 50 000

“რომა” (4-3-3): ალისონი; ბრუნო პერესი, მანოლასი, ჟუან ჟესუსი, კოლაროვი; ნაინგოლანი (პელეგრინი 79), დე როსი, სტროტმანი; დეფრელი (ფაციო 68), ჯეკო (ელ შაარავი 89), პეროტი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი; სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუისი; კოკე, პარტეი, გაბი (ფერეირა-კარასკო 62), საულ ნიგეზი; გრიზმანი (გაიტანი 79), ვიეტო (კორეა 58)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გაფრთხილება: პეროტი (71)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (1) – 21 (10) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 0:5

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

“ჩელსი” – “ყარაბაღი” 6:0 (2:0) VIDEO

ლონდონი, “სტეფორდ ბრიჯი”

მაყურებელი: 45 000

“ჩელსი” (3-4-3): კურტუა; ასპილიკუეტა (რუდიგერი 75), კრისტენსენი, კეჰილი; ძაპაკოსტა, კანტე (ბაკაიოკო 63), ფაბრეგასი, ალონსო; ვილიანი, ბატშუაი, პედრო (აზარი 58)

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

“ყარაბაღი” (4-1-4-1): სეჰიჩი; მედვედევი, ჰუსეინოვი, სადიგოვი (მადატოვი 70), რჟეჟნიჩაკი; გარაიევი (დინიევი 70); პედრო ენრიკე (ელუნუსი 77), მიჩელი, ალმეიდა, გუერიე; ნდლოვუ

მწვრთნელი: გურბან გურბანოვი

გოლები: 1:0 პედრო (5), 2:0 ძაპაკოსტა (30), 3:0 ასპილიკუეტა (55), 4:0 ბაკაიოკო (71), ბატშუაი (76), 6:0 მედვედევი (82, ა.გ)

გაფრთხილება: კეჰილი (16)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (8) – 7 (2) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: ანასტსიოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)

D ჯგუფი

“ბარსელონამ” შური იძია, “ბარსელონამ” სრულფასოვანი რევანში აიღო – 5 თვე გავიდა, მაგრამ როგორც ჩანს, გუნდების მდგომარეობა შეიცვალა. “იუვენტუსი” “კამპ ნოუზე” ძალზე სუსტად გამოიყურებოდა და დემორალიზებული. მართალია, იტალიის ჩემპიონს ბევრი ფეხბურთელი აკლდა, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის ეს გასასამართლებელ საბუთად ნამდვილად არ გამოდგება. “იუვე” ნეტოქეს ტოლ-სწორად ეთამაშებოდა, მაგრამ ტაიმის ბოლო წუთზე ლეო მესის გოლმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. აქედან მოყლებული სტუმრები გონს ვეღარ მოვიდნენ და განადგურდნენ – 0:3.

მესიმ კი უსიამოვნო ტრადიცია დაარღვია – ჯიჯი ბუფონი მისთვის გადაულახავი ბარიერი აღარაა. თანაც, ორი ლამაზი გოლით. სპეციალისტების მოსაზრება, რომ თითქოს, “ბლაუგრანა” წელს ისეთი ძლიერი ვერ იქნება, ჯერჯერობით არ მართლდება. ერნესტო ვალვერდეს გუნდი ჩინებულად თამაშობს, გოლსაც არ უშვებს და ბევრსაც იტანს. რაც მთავარია, “ბარსელონას” თამაში ჩვეულია – ლამაზი ფეხბურთი. ამ გამარჯვებით კი, ესპანელებმა დიდი ნაბიჯი გადადგეს ჯგუფში პირველი ადგილისთვის. ისე, თუ “იუვენტუსი” გონს არ მოვა, პირველს ვინ ჩივის, მეორე პოზიციაც შესაძლოა სანატრელი გაუხდეს.

საქმე ისაა, რომ ლისაბონის “სპორტინგი” კარგი გუნდია – პორტუგალიელებმა “ოლიმპიაკოსი” კარგი ფეხბურთით დაამარცხეს და პირველი გამარჯვება იზეიმეს. მიუხედავად იმისა, რომ პარდომ ლისაბონელთა კარი ბოლოსკენ ორჯერ აიღო, “სპორტინგს” პრობლემა არ შექმნია – დასაწყისშივე სამი გოლი ჰქონდა გატანილი.

“ბარსელონა” – “იუვენტუსი” 3:0 (1:0) VIDEO

ბარსელონა, “კამპ ნოუ”

მაყურებელი: 78 656

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა; ბუსკეტსი, ინიესტა (ანდრე გომეში 77), რაკიტიჩი (პაულინიო 77); მესი, სუარესი, დემბელე (სერხი რობერტო 71)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

“იუვენტუსი” (4-3-2-1): ბუფონი; დე შილიო (სტურარო 41), ბენატია, ბარძალი, ალექს სანდრო; ბენტანკური (ბერნარდესკი 63), პიანიჩი, მატუიდი; დუგლას კოშტა, დიბალა; იგუაინი (კალიგარა 87)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 მესი (45), 2:0 რაკიტიჩი (56), 3:0 მესი (69)

გაფრთხილება: სემედუ (36), მესი (54) – ბენტანკური (25), ბარძალი (61), პიანიჩი (75), კალიგარა (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 9 (6) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

“ოლიმპიაკოსი” – “სპორტინგი” 2:3 (0:3) VIDEO

ათენი, “გეორგიუს კარაისკაკისი”

მაყურებელი: 35 000

“ოლიმპიაკოსი” (4-2-3-1): კაპინო; ელაბდალუი, ენგელსი, რომაო, ფიგერაში; ოჯიჯა, ჟილე; კარსელა-გონსალესი (პარდო 78), ფორტუნისი (ჟდიელარი 46), მარინი; ჯურჯევიჩი (ემენიკე 62)

მწვრთნელი: ბესნიკ ჰასი

“სპორტინგი” (4-3-3): რუი პატრისიუ; პიჩინი, მატიე, კოატეში, სილვა; კარვალიო, ბატალია, აკუნია; ბრუნო ფერნანდეში (რისტოვსკი 88), ჟელსონ მარტინში (ბრუნო სეზარი 72); დუმბია (დოსტი 63)

მწვრთნელი: ჟორჟე ჟესუსი

გოლები: 0:1 დუმბია (2), 0:2 ჟელსონ მარტინში (13), 0:3 ბრუნო ფერნანდეში (43), 1:3 პარდო (89), 2:3 პარდო (90)

გაფრთხილება: რომაო (23), ფიგერაში (47), ელაბდელაუი (84) – ბატალია (77), ბრუნო ფერნანდეში (88), ბრუნო სეზარი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 10 (6) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 4:1 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.306899