ფეხბურთი

23:10 | 12.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედომ” “შევარდენი” ბოლოს გატეხა

დასრულდა საქართველოს დავით ყიფიანის თასის მეორე მეოთხედფინალური მატჩი: ქუთაისის “ტორპედომ” თბილისში 2:1 სძლია მესამელიგელ “შევარდენს” და ნახევარფინალში გავიდა. როგორც იცით, “ტორპედო” თასის მოქმედი მფლობელია.

ლევან კუტალიამ გახსნა ანგარიში, მეორე ტაიმის დასაწყისში კი გიორგი კიკნაძის გაწვრთნილმა “შევარდენმა” გაათანაბრა. გიორგი მაღალდაძემ გაიტანა. დამატებით დროს არაფერი უკლდა, მაგრამ ბექა ტუღუშმა ბოლო წუთებზე გადამწყვეტი ბურთი მიითვალა. ბრწყინვალე შორეული დარტყმა შეასრულა ტუღუშმა...

შევარდენი (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 კუტალია (9), 1:1 მაღალდაძე (50), 1:2 ტუღუში (89)

დღესვე, თასის პირველ მატჩში ხონის “იმერეთმა” პენალტების სერიაში დაამარცხა “ნორჩი დინამო” – 2:2 (პენ 4:2), ამაზე უკვე ვწერდით.

დანარჩენი ორი წყვილი

13 სექტემბერი

16:00. ივანწმინდა. ცენტრალური. ჩიხურა – დილა

16:00. რუსთავი. ფოლადი. რუსთავი – დინამო თბ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117447