ფეხბურთი

22:41 | 12.09.2017 | ნანახია 3805 - ჯერ

ფუტსალი: 2:2 და ისტორიული შედეგის მოლოდინი

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელ ფლეი-ოფში 2:2 ითამაშა რუმინეთთან. ეს პირველი მატჩი იყო და გასვლაზე 2:2 ცუდი შედეგი არაა. 26 სექტემბერს კი თბილისში შედგება საპასუხო შეხვედრა და წყვილში გამარჯვებული ევროპის 12-გუნდიან ჩემპიონატზე ითამაშებს.

სულაც მოგება შეიძლებოდა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. მე-10 წუთზე ნიკა კურტანიძემ გაიტანა, მე-15 წუთზე კი მურთაზ კაკაბაძემ გაზარდა სხვაობა.

მეორე ნახევარში სავიო ვალადარესმა ორი გოლი მიითვალა, კიდევ 15 წუთი იყო დარჩენილი, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

წარმოგვიდგენია, რა ამბავი იქნება 26-ში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში. საქართველოს ფუტსალის ნაკრები ისტორიული შედეგისგან არცთუ შორსაა. ერთი ნაბიჯი რჩება.

საქართველოს შემადგენლობა რუმინეთთან: ჯამბურია, თოფურია, რონინიო, კურტანიძე, ფუმასა; ბუკია, ნიშნიანიძე, კობაიძე, კაკაბაძე, მაისაია, ნიყვაშვილი, თოდუა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:04 | 13.09.2017
sabonis (9584)

კუპატაძე 26-ში იქნება?

00:55 | 13.09.2017
პანტელეიმონი (4347)

გამარჯვება ბიჭებო ! ! !

22:55 | 12.09.2017
levani82 (41682)

BEERTRANCE

გიგუშ თამაშზე წახვალ?

01:10 | 13.09.2017
BEERTRANCE (97819)

ალბათ კი.

22:48 | 12.09.2017
ირაკლი1986 (2288)

კარგი შედეგია.კუპატაძე 26 ში ითამაშებს საპასუხო შეხვედრაში? თუ იცით ვინმემ

22:47 | 12.09.2017
BEERTRANCE (97819)

მაინც არაა ფრე ურიგო შედეგი. აუცილებლად უნდა მოვიგოთ 26-ში

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122945