ფეხბურთი

21:20 | 12.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "მორატას შენარჩუნება მინდოდა"

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა კლუბში არსებული თავდამსხმელების ნაკლებობაზე გაამახვილა ყურადღება და აღიშნა, რომ მორატას შენარჩუნება უნდოდა, თუმცა ფებურთელმა თავად მოისურვა ლონდონის “ჩელსიში” გადასვლა.

“თუ გადავხედავ ჩვენს გუნდს, არ გვყავს საკმარისი თავდამსხმელები. რა თქმა უნდა მოხარული ვიქნებოდი მორატა თუ გააგრძელებდა თამაშს მადრიდის “რეალში”, მაგრამ მას წასვლა უნდოდა კლუბიდან, რადგან მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდა.

დიახ, ჩვენ შევეცადეთ მორატას ჩანაცვლებას, თუმცა ამაოდ. გასულ სეზონში ჩვენ გვყავდა მორატა და მარიანო დიასი, ახლა მხოლოდ ბორხა მაიორალია ამ პოზიციაზე”, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ მორატა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონის “ჩელსიში გადავიდა”, მარიანო დიასი კი “ლიონში”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123125