დასრულდა საქართველოს დავით ყიფიანის თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს მესამელიგელები შეხვდნენ. ხონის “იმერეთმა” შინ პენალტების სერიაში დაამარცხა “ნორჩი დინამო”, რომელიც ასაკოვანი და გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.
ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, დამატებითში გოლი არ გასულა, ხოლო პენალტები ხონელებმა ზუსტად დაარტყეს. თასზე კიდევ ერთი მესამელიგელია დარჩენილი: თბილისის “შევარდენი”.
იმერეთი (ხონი) – ნორჩი დინამო (თბილისი) 2:2
გოლები: 0:1 ჯოჯუა (15 პენ), 1:1 სულაძე (22), 1:2 კალაძე (49), 2:2 საღარეიშვილი (84)
პენალტებში 4:2
დანარჩენი წყვილები
12 სექტემბერი
20:00. თბილისი. მიხეილ მესხი. შევარდენი – ტორპედო
13 სექტემბერი
16:00. ივანწმინდა. ცენტრალური. ჩიხურა – დილა
16:00. რუსთავი. ფოლადი. რუსთავი – დინამო თბ