ფეხბურთი

16:03 | 12.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფასონე: “ცილისწამებას და უნდობლობას პასუხს საქმით გავცემთ”

იტალიური “მილანის” აღმასრულებელი დირექტორი მარკო ფასონე საფეხბურთო აგენტ მინო რაიოლას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ კლუბის ახალი მფლობელების პროექტის არ სჯერა.

“ვწუხვარ, რომ მინომ ასეთი რამ თქვა. რაიოლა არის დონარუმას აგენტი ისევე, როგორც ბონავენტურას, აბატეს და მრავალი ახალგაზრდა მოთამაშის.

აპრილიდან მოყოლებული რაიოლა გამოხატავს უნდობლობას და ამბობს, რომ კლუბის მომავალს ვერ ხედავს, ასევე მიაჩნია, რომ ახალი მმართველების ხელში ის ბუნდოვანი და წარუმატებელია.

მე ავუხსენი მას, რომ ჩვენი პროექტი 4-5 წელიწადზეა გათვლილი. ინვესტიციების მიუხედავად, ის მაინც უკმაყოფილოა, თუმცა მიხარია, რომ დონარუმა ჩვენთან დარჩა.

დავიღალეთ თუ არა ცილისწამებით და უნდობლობით? დიახ, ცოტა. საფეხბურთო სამყაროში აღმოსავლელ მფლობელებს ხშირად ნდობით არ ეკიდებიან.

ჩვენ საქმით გავცემთ პასუხს ყველას”, - განაცხადა ფასონემ.

0.113738