ჭადრაკი

10:50 | 12.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბაადურ ჯობავა მსოფლიო თასის მერვედფინალში იასპარეზებს

საქართველოს მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასზე ასპარეზობას წარმატებით განაგრძობს. ქართველ ქომაგთა სასიხარულოდ, ჯობავამ დამატებით ტაი ბრეიქში რუსი დიდოსტატი იან ნეპომნიაში დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. თბილისელი დიდოსტატი მსოფლიოს 16 საუკეთესო მოჭადრაკეს შორის მოხვდა და პირველად იასპარეზებს მსოფლიო თასის მერვედფინალში. აქამდე მისი საუკეთესო შედეგი მესამე წრეში თამაში იყო. მეოთხე წრეში მისი მეტოქე მსოფლიოს საჭადრაკო რეიტინგ-სიის მეშვიდე ნომერი, აშშ-ს სახელით მოასპარეზე, წარმოშობით ფილიპინელი უესლი სო იქნება.

გუშინდელი ტაი-ბრეიქის შედეგები:

ვაშიე-ლაგრავი 1,5:0,5 ლინდერმანი

კარუანა 0,5:1,5 ნაერი

არონიანი 3,5:2,5 მატლაკოვი

გრიშუკი 2,5:1,5 ნავარა

დინგ ლირენი 1,5:0,5 ვიდიტი

ნეპომნიაში 0,5:1,5 ჯობავა

გირი 3:1 სეტურამანი

ლი ჩაო 0,5:1,5 რაპორტი

მეოთხე წრეში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

ბუ სიანჩჟი (ჩინეთი;2714) - პიოტრ სვიდლერი (რუსეთი;2756)

მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი;2804) - ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი;2788)

ვასილი ივანჩუკი (უკრაინა;2727) - ანიშ გირი (ჰოლანდია;2777)

ლევონ არონიანი (სომხეთი;2802) - დანიილ დუბოვი (რუსეთი;2666)

უესლი სო (აშშ;2792) - ბაადურ ჯობავა (საქართველო; 2702)

ვლადიმირ ფედოსეევი (რუსეთი;2731) - მაქსიმ როდშტეინი (ისრაელი;2695)

ევგენი ნაერი (რუსეთი;2694) - რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი; 2675)

ვანგ ჰაო (ჩინეთი;2701) - დინგ ლირენი (ჩინეთი;2771)

gcf.org.ge

0.116919