ლა ლიგის მესამე ტურის დასკვნით მატჩში “მალაგა” “ლა როსალედაზე” “ლას პალმასს” დაუხვდა და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.
შეხვედრა თანაბარი გამოდგა, თუმცა მომენტები უკეთესად კანარის კუნძულელებმა გამოიყენეს და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვეს. “ყვითლები” ტაიმის ბოლოს ჯონათან ვიერამ დააწინაურა. 48-ე წუთზე დიეგო გონსალესმა თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა, ხოლო 69-ე წუთზე კალერიმ უძლიერესი დარტყმით სტუმრები მეორედ დააწინაურა. შეხვედრას საბოლოო წერტილი შეცვლაზე შემოსულმა ლოიკ რემიმ დაუსვა, რომელმაც 88-ე წუთზე ახლო მანძილიდან შეაგდო და “ლას პალმასის” რიგებში დებიუტი გატანილი გოლით აღნიშნა – 1:3.
“ლას პალმასს” სამი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს, ხოლო “მალაგა” ჯერჯერობით უქულოდაა.
მალაგა – ლას პალმასი 1:3 (0:1)
მალაგა, “ლა როსალედა”
მალაგა (4-2-3-1): რ.ხიმენესი, დ.გონსალესი, ლ.ერნანდესი, როსალესი (სიფუენტესი 73), რიკა, რესიო, კოზმანოვიჩი, მულა, ადრიანი (ენ ნესირი 73), კეკო (ონტივეროსი 60), ბასტონი.
მწვრთნელი: მიჩელი
ლას პალმასი (4-2-3-1): ჩიჩიზოლა, ხ.ნავარო, აიტამი, დ.კასტელიანო, მაჩედო, ხ.კასტელიანო, აკვილანი, ვიერა, ჰალილოვიჩი (რემი 64), ტანანე (მომო 81), კალერი (ვ.გომესი 90).
მწვრთნელი: მანოლო მარკესი
გოლები: 0:1 ვიერა (45), 1:1 დ.გონსალესი (48), 1:2 კალერი (69), 1:3 რემი (88)
გაფრთხილებები: ადრიანი, რესიო, ბასტონი, ონტივეროსი – დ.კასტელიანო, მაჩედო
მსაჯი: ხავიერ ესტრადა ფერნანდესი