მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი უარყოფს გავრცელებულ ხმებს, თითქოს ზამთარში გუნდიდან წასვლას გეგმავს. იტალიელი სპეციალიტი აცხადებს, რომ ეს ხუმრობაა.
“წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე შარშანდელი. “ბაიერნი” ძლიერია, შემადგენლობაც გავაძლიერეთ, მაგრამ ჯერ კიდევ დრო გვჭირდება. “ჰოფენჰაიმთან” მარცხის შემდეგ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კარგად ვითამაშოთ.
იანვარში გუნდს დავტოვებ? – მირჩევნია ვისაუბრო სერიოზულ თემებზე. ეს არის ხუმრობა. მაგრამ, პრობლემა ისაა, რომ ზოგიერთს ადამიანს ეს ყველაფერი სიმართლე ჰგონია”, - აღნიშნა ანჩელოტიმ.
“ბაიერნისა” და “ანდერლეხტის” შეხვედრა 12 სექტემბერს, 22:45 საათზე დაიწყება.