ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა სადიო მანემ სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. მანემ პრემიერლიგის ბოლო ტურში “სიტის” მეკარე ედერსონზე თამაშის წესები უხეშად დაარღვია და გარდა იმისა, რომ ბრაზიელილმა მეკარემ ტრავმა მიიღო, თვითონ მსაჯისგან წითელი ბარათი დაიმსახურა.
“ლივერპულს” უახლოეს დღეებში სადისციპლინო კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ექნება.