ფეხბურთი

22:30 | 11.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მასიმილიანო ალეგრი: "გოლი აუცილებლად უნდა გავიტანოთ"

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი კატალონიის “ბარსელონას” მსოფლიოს საუკეთესო გუნდად მიიჩნევს. ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში იტალიელის თქმით, მთავარი მიზანი გოლის გატანა იქნება.

“ჩემპიონთა ლიგა ენთუზიაზმით და შემდეგ ეტაპზე გასვლის დიდი სურვილით უნდა დავიწყოთ. სეზონი გრძელია, ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. საუკეთესო კონდიციებში კი, ჯერაც არ ვიმყოფებით. “ბარსელონას” მსოფლიოს საუკეთესო გუნდია “რეალთან” ერთად.

ანდრეა ბარძალი აუცილებლად ითამაშებს, თუმცა არ ვიცი რომელ პოზიციაზე. ყველაფერი სათამაშო სქემაზე იქნება დამოკიდებული. გოლი აუცილებლად უნდა გავიტანოთ, რადგან ფიქრი იმაზე, რომ “ბარსელონასთან” ზედიზედ მესამე შეხვედრაში არ გავუშვებთ გოლს, რთულია.

ფედერიკო ბერნარდესკის თამაშის შესაძლებლობა მიეცემა, მაგრამ არ ვიცი იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში”, - აღნიშნა ალეგრიმ.

“ბარსელონა” – “იუვენტუსის” შეხვედრა 12 სექტემბერს, 22:45 საათზე გაიმართება.

0.119112